მექაზე ტერორისტული თავდასხმის შესახებ…

1979 წლის 20 ნოემბერს საუდის არაბეთში მდებარე მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში ათიათასობით მუსლიმი პილიგრიმი იყო შეკრებილი,რომლებიც თავიანთ რიგს ელოდნენ იმისათვის,რომ კუბური ფორმის მქონე მუსლიმანური სიწმინდის – ქააბას წმინდა ქვას მიახლოვებოდნენ.(ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ დროს განახორციელა უზარმაზარი ხალხის მასაში 500-მდე ტერორისტებმა ამაზრზენი ტერორისტული აქტი.მათ ცეცხლი გაუხსნეს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს,რასაც ხალხში პანიკა და საშინელი ჭყლეტა მოჰყვა.მიუხედავად ამისა,ტერორისტებმა 6 000 მძევლის აყვანა მაინც მოახერხეს და ისინი უახლოეს მეჩეთში გადაიყვანეს.მალევე ცნობილი გახდა საუდის არაბეთის სხვა ორი რაიონის – ტაიფისა და ტაბუკის,ამბოხებულების ხელში გადასვლის შესახებ ინფორმაცია.გარდა ამისა,საუდის არაბეთის მეფის – ხალიდი ბინ აბდულაზიზ ალ საუდის სამეფო სასახლის წინ განხორციელდა ტერორისტული აქტი,რა დროსაც აფეთქებული იქნა დანაღმული ავტომობილი.ამ უსაშინლესი ტერორისტული აქტების შემოქმედები,როგორც შემდგომ გაირკვა – “საუდის არაბეთის ფუნდამენტალისტური სექტის” წარმომადგენლები იყვნენ,რომელთა მიზანსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.

საუდის არაბეთის ხელისუფლება გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა,რადგან ტერორისტების უზარმაზარი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად მომზადებული არ იყო.მიუხედავად ეროვნული გვარდიის მიერ მექაში მდებარე მეჩეთზე განხორციელებული შტურმისა,მძევლების განთავისუფლება მაინც ვერ მოხერხდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ხალიდი ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა დახმარების თხოვნით საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს – ვალერი ჟისკარ-დ’ესტენს მიმართა,რომელმაც გაითვალისწინა კიდეც მისი თხოვნა. (ავტორი გენია.ჯი) 23 ნოემბრის ღამეს მექაში განთავსებულ აეროპორტში საფრანგეთის სპეცდანიშნულებისა და ანტიტერორისტული შენაერთების რაზმები ჩაფრინდნენ.თუმცა საინტერესოა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექაში შესვლა,იმისათვის,რომ არ იქნას დარღვეული და შებღალული მუსულმანური კანონები,ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური მრწამსის ადამიანების შესვლა სასტიკად არის აკრძალული.შესაბამისად,სხვადასხვა რელიგიური კონცეფსიის მატარებელ ფრანგ სპეცნაზელებს იქ შესვლა არ შეეძლოთ.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა საუდის არაბეთის ხელისუფლებამ,ისტორიაში პირველად,მექას ტერიტორიაზე დაუშვა სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მატარებელი ადამიანები (სპეცრაზმელები).მეორე და როგორც ამბობენ ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად კი,სანამ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაში მონაწილე ფრანგი სპეცნაზელები საუდის არაბეთში ჩაფრინდებოდნენ,თითოეულმა მათგანმა (სულ 90-მა) თავიანთი სარწმუნოება დროებით შეიცვალა და – ისლამი მიიღო.

ფრანგ სპეცრაზმელებს მეჩეთზე განხორციელებულ გადამწყვეტ შტურმში (დაწყებული 1979 წლის 4 დეკემბერს) დახმარებას უწევდა ადგილობრივი ძალოვანი სტრუქტურები.მათ მიერ შტურმის დროს გამოყენებული იქნა 2 ტონა SB-ს სახეობის ცრემლსადენი გაზი,რაც ალბათ წარმოდგენას შეგვიქმნის იმაზე,თუ რაოდენ დიდი ბრძოლა იქნა წარმოებული ტერორისტების წინააღმდეგ.როდესაც შტურმი დასრულდა,ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური განცხადების თანახმად ტყვედ იქნა აყვანილი რამდენიმე ათეული ტერორისტი (სულ 68 – მოგვიანებით სიკვდილით იქნენ დასჯილი),მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი ინიციატორი – ჯუჰაიმან ალ-უტაიბი.ხოლო ასეულობით კი განადგურებული.ხელისუფლებისვე მიერ მკაცრად იქნა გასაიდუმლოებული დაღუპული მძევლების ზუსტი რაოდენობა,მაგრამ აღიარებდნენ,რომ თავდასხმის შედეგად დაიჭრა 560 ადამიანი.”მექას სასაკლაოდ” ცნობილი სასტიკი მოვლენებისას,არაოფიციალური მონაცემების თანახმად ასეულობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. (ავტორი გენია.ჯი)

 ხალიდი ბინ აბდულაზიზ ალ საუდი (საუდის არაბეთის მეფე)

ვალერი ჟისკარ-დ’ესტენი (საფრანგეთის პრეზიდენტი)

დაკავებული ტერორისტები

დაკავებული ტერორისტები

ჯუჰაიმან ალ-უტაიბი (მექას ტერორისტული აქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>