“იუდას საჭვრეტელი”
“იუდას საჭვრეტელი” – გერმანელი ფაშისტების მიერ 1938 წლის 7 აგვისტოს ავსტრიის პროვინცია პერგში დაარსებული იქნა – “მაუტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკი”,რომელიც 1945 წლის 5 მაისს ამერიკელი სამხედროების ბანაკის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ იქნა დახურული და გაუქმებული.
აღნიშნულ საკონცენტრაციო ბანაკში განთავსებული გახლდათ ავადსახსენებელი კრემატორიუმი და გაზის საკნები,რომლებშიც ათასობით ადამიანი იქნა განადგურებული.ოფიციალური მონაცემების თანახმად,”მაუტჰაუზენის ჯოჯოხეთში” მოწამეობრივად აღესრულა 335 000 ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ბანაკის ტერიტორიაზე პატიმრების სიკვდილით დასჯის უამრავი მეთოდი გამოიყენებოდა,ზედამხედველი ჯალათებისათვის ყველაზე “გასართობ სანახაობას”,მაინც,ტყვეების გაზის საკნებში სიკვდილით დასჯის ყურება წარმოადგენდა.თვითმხილველთა მონაცემების თანახმად,მარტო 1943-1945 წლებში ამ უსასტიკესი მეთოდით სიცოცხლე მოუსწრაფეს დაახლოებით 10 000 ადამიანს.
როგორც წესი,ყოველ გაზის საკანს თავისი ჰერმეტიული რკინის კარები გააჩნდა,რომლებზეც მცირე ზომის საჭვრეტელები იყო დამონტაჟებული.ალბათ ძნელი წარმოსადგენია საღად მოაზროვნე და ნორმალური ადამიანისათვის,თუმცა ფაქტია,რომ მას შემდეგ,რაც გაზის საკნებში სასიკვდილოდ განწირულ ადამიანებს შეიყვადნენ,იმისათვის,რომ მათი ტანჯვა-წამებით აღსასრულისათვის კარებზე დატანებული საჭვრეტელებიდან ეყურებინათ,ზედამხედველებს შორის დიდი დავი-დარაბა იმართებოდა.ფაშისტების განსაკუთრებული ცინიზმი მდგომარეობდა იმაშიც,რომ კრემატორიუმებისა და გაზის საკნებისაკენ მიმავალ სიკვდილმისჯილებს,იმავე ბანაკის პატიმრებისაგან დაკომპექტებული ორკესტრის მუსიკის ფონზე აცილებდნენ (ცნობისათვის,აღნიშნული ორკესტრის ყველა წევრიც კრემატორიუმებსა და გაზის კამერებში დახოცეს).გარდა ამისა,ამ ამაზრზენ სანახაობას,ბანაკში მისული მაღალჩინოსანი ნაცისტებისათვისაც (მათ შორის ჰაინრიხ ჰიმლერისთვის) სპეციალურად აწყობდნენ,რათა მათაც საკუთარი თვალით ეხილათ გაზის კამერებში მოთავსებული აგონიაში მყოფი ადამიანების გაუგონარი ტანჯვით აღსასრული.სწორედ ამის გამო უწოდეს “მანტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის” პატიმრებმა ბანაკის ტერიტორიაზე მოქმედი გაზის საკნების კარებებზე დამონტაჟებნულ თითოეულ საჭვრეტელს ერთობ ჯოჯოხეთური სახელწოდება – “იუდას საჭვრეტელი”. (ავტორი გენია.ჯი)
“მაუნტჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის” შესასვლელი
ჰაინრიხ ჰიმლერი “მაუტჰაუზენში”
“მაუტჰაუზენის” სასიკვდილოდ განწირული ტუსაღები
“მაუტჰაუზენის” გაზის საკნებში დაღუპული ადამიანები
“მაუტჰაუზენის” კრემატორიუმი
პატიმრებისაგან დაკომპლექტებული ორკესტრი,რომელთა მუსიკის ფონზეც მიერეკებოდნენ გერმანელი ფაშისტები სიკვდილის გზაზე მიმავალ ტუსაღებს