“ბუდიზმის” შესახებ…
ბუდასა და შაკიამუნის სწავლების (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები) – “ბუდიზმის” ფუძემდებელი კანონი ურთიერთშეპირობებულობაა,ანუ მიზეზისა და შედეგის პრინციპი.იგი მარტივია და ამტკიცებს,რომ ყველაფერი,რასაც ინდივიდუუმი განიცდის,მომდინარეობს მისივე მოქმედებიდან,რომლებიც განზრახვითაა განპირობებული.ამრიგად,განზრახვა მოქმედებისა და განცდილის ძირი და საფუძველია.ამგვარი გაგებიდან იღებს სათავეს ბუდისტური თეორიები ცნობიერებისა და რეინკარნაციის შესახებ.
პირველი ამტკიცებს: ვინაიდან მიზეზი ბადებს შედეგს,რომელიც,თავის მხრივ,ხდება მიზეზი მომდევნო შედეგისა,ცნობიერება უწყვეტი უნდა იყოს.იგი მიედინება და ყოველწამიერად აგროვებს გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს.აქედან დასკვნა: ფიზიკური სიკვდილის მომენტში ცოცხალი ცნობიერება შეიცავს ყველა წარსული განცდისა და შთაბეჭდილების ნაკვალევს; ასევე,ანაბეჭდს იმ მოქმედებებისა,რომლებიც მათ წინ უსწრებენ.ამ მდგომარეობას ეწოდება “კარმა”,რაც ნიშნავს “მოქმედებას”.ამგვარად,სწორედ ცნობიერება,თავის თანმდევ კარმასთან ერთად,”გადადის”,ანუ “კვლავ იბადება” ახალ სხეულში – ცხოველში,ადამიანში თუ ღვთაებაში.
მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ: სრულიად შესაძლებელია,თუკი ის მთელი ცხოვრების მანძილზე ცუდად ექცეოდა ცხოველებს,განხორციელდეს ძაღლის სახით,რომელიც ცხოველების მიმართ სასტიკი პატრონის საკუთრება იქნება.ამავე პრინციპით,ღირსეული ქცევა ამქვეყნად არსებობისას განაპირობებს სასიკეთო,ხელსაყრელ კვლავშობას მომდევნო ცხოვრებაში.
ბუდისტები მიიჩნევენ,რომ,რამდენადაც ცნობიერების ძირეული ბუნება ნეიტრალურია,შესაძლებელია დაბადების,ტანჯვის,სიკვდილისა და რეინკარნაციის (რომლებიც სიცოცხლის მახასიათებლებია) დაუსრულებელი წრებრუნვიდან გამოსვლა,მაგრამ მხოლოდ მაშინ,როდესაც მოიშორებ მთელ უარყოფით კარმას და სიყვარულს,მიჯაჭვულობას ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ.როდესაც ეს მიღწეულია,ცნობიერება ჯერ თავისუფლებას მოიპოვებს,მერე კი,საბოლოოდ – ბუდას მდგომარეობას. (ავტორი გენია.ჯი)