ალჟირის ეროვნული ჰიმნი – “ეპიზოდი”
ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის – ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნის ტექსტი დაწერილი იქნა 1956 წელს დიდი ალჟირელი არაბულენოვანი პოეტისა და “ალჟირის რევოლუციის პოეტად” წოდებული – მუფდი ზაკარიას (1908-1977 წლები) მიერ.როგორც ცნობილია,იგი აქტიურად იყო ჩართული ალჟირის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ქვეყნის რევოლუციურ ნაციონალური ორგანიზაციის – “ჩრდილოაფრიკული ვარსკვლავის” გენერალური მდივნის პოსტსაც იკავებდა.ფრანგი კოლონისტებისაგან სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პროცესში,მუფდი დაკავებული და გადაყვანილი იქნა “სერკაჯი-ბერბარუსის ციხეში”.სწორედ აღნიშნულ ციხის საკანში ყოფნის პერიოდში დაწერა მან ლექსი საკუთარი სისხლით,სახელწოდებით – “კასსამანი”,რომლის მუსიკის ავტორადაც მოგვიანებით ეგვიპტელი კომპოზიტორი – მოჰამედ ფავზი მოგვევლინა.დაკავებიდან სამ წელიწადში იგი ციხიდან გაიქცა,ხოლო 1962 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.მუფდი ზაკარიას მიერ ციხის საკანში,ფურცელზე საკუთარი სისხლით დაწერილი ლექსი – “კასსამანი” კი,დამოუკიდებელი ალჟირის ეროვნულ ჰიმნად იქნა გამოცხადებული. (ავტორი გენია.ჯი)
მუფდი ზაკარია (ალჟირის ეროვნული ჰიმნის ავტორი)