იშიკავა გოემონი – (დრამატული ფინალი)
იშიკავა გოემონი (1558-1594 წლები) – წარმოადგენდა იმ ნახევრად-ლეგენდარულ იაპონელ ნინძას,რომლის აღსასრულიც დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ დრამატული სიუჟეტის მქონე მოვლენად ისტორიაში.ალტერნატიული ვერსიის თანახმად,იშიკავა,გავლენიანი სამურაების ოჯახის უფროსის ვაჟიშვილი იყო,რომელიც მიიოსის სახლის კარზე მსახურობდა.მას შემდეგ,რაც ასიკაგას სიოგუნების გვარის სამურაებმა მიიოსი და მისი ოჯახი ამოწყვიტეს,იშიკავა იძულებული გახდა საკუთარ ძიძასთან ერთად გაქცეულიყო,თუმცა გზაზე ისინი მაინც იქნენ დაკავებულები ადგილობრივი ყაჩაღური ბანდის მიერ.სიცოცხლეშენარჩუნებული ბავშვი – ოდა ნობუნაგამ შეიფარა და საბრძოლო ხელოვნების დასაუფლებლად იმ პერიოდში სახელგანთქმულ ნინძას – ჰატორი ჰანძოს მიაბარა. (ავტორი გენია.ჯი) გოემონმა ბრწყინვალედ შეითვისა ბრძოლის ტექნიკა,რის შემდეგაც ნამდვილი ნადირობა დაიწყო მდიდარ თანამემამულეებზე.მათი ძარცვა-გლეჯისას მიღებულ შემოსავალს კი,იგი ღარიბ თანამემამულეებს უშურველად ურიგებდა.ნინძას საბრძოლო ხელოვნების ბრწყინვალე ოსტატის თავს უამრავმა ბრძოლამ გადაიარა,თუმცა იაპონიის XVI საუკუნის საუკეთესო ნინძად აღიარებულმა იშიკავამ ყველა სირთულეს გაართვა თავი.მალევე მისი სახელი “ამომავალი მზის” ქვეყანაში ლეგედად იქცა.ლეგენდის ნაწილია ისიც,რომ გოემონს თაგვადაც შეეძლო გარდასახვა.როგორც რიგი წყაროები ირწმუნებიან,სასუკესთან გამართული უმძიმესი ბრძოლის დროს იშიკავა თაგვად იქცა,მაშინ,როდესაც ნინძას კიდევ ერთი დიდოსტატი სასუკე,კატად გარდაისახა.სწორედ ეს მარცხი გახლდათ პირველი მარცხი იშიკავას მრავალრიცხოვანი ბრძოლების ისტორიაში.
მოგვიანებით,დამარცხებული გოემონი ტყვედ იქნა აყვანილი იაპონელი ფეოდალების მიერ.მის და ზოგადად ნინძების მიმართ იმდენად დიდი შიში არსებობდა საზოგადოებაში,რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა იშიკავა განსაკუთრებული სისასტიკით დაესაჯა.ასეთი მეთოდით დასჯით კი,იაპონელი ფეოდალები ყველა ნინძას აფრთხილებდნენ,რომ თუკი ისინი კვლავაც განაგრძობდნენ მათთან დაპირისპირებას,ანალოგიური ხვედრი ელოდათ. 1594 წლის 8 ოქტომბერს,ჯალათებმა გოემონი წყლით სავსე ქვაბში (რომელსაც დაბლა ცეცხლი ჰქონდა შენთებული),მისი ერთადერთი მცირეწლოვანი ვაჟიც ჩააგდეს.უბედურმა მამამ სასიკვდილოდ განწირული შვილი ხელში რაც შეიძლებოდა მაღლა ასწია და სანამ ძალა ერჩოდა და სული არ დალია,იგი ხელიდან არ გაუშვია.იშიკავა გოემონის ამ ამაღელვებელმა,დრამატულმა და გამაოგნებელმა საქციალმა,თავად იაპონელი ფეოდალების მრისხანე გულებიც კი ააფორიაქა და ბრძანეს,ბავშვი სასწრაფოდ ამოეყვანათ ადუღებული ქვაბიდან.სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვი შეწყალებული იქნა..შესაბამისად,იშიკავას ერთადერთი ვაჟი უცილობელ სიკვდილს მამის განუმეორებელმა საქციელმა ააცილა.
მიუხედავად საუკუნეების გასვლისა,იშიკავას გასაოცარი საქციელი და სახელი იაპონიაში არავის დავიწყებია და მასზე შეთხზულმა ლეგენდებმა კიდევ უფრო ფართოდ იწყო გავრცელება (მისდამი მიძღვნილი იქნა მრავალი ლექსი,სიმღერა,გამოყვანილი იქნა ერთ-ერთი მულტიპიკაციური ფილმის მთავარ გმირად და სხვა).დღესდღეობით,იაპონიაში არსებობს სპეციალური აბაზანა,რომელსაც გოემონის სახელის საპატივცემულოდ – “გოემონბურო” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი)
იშიკავა გოემონი