სერვიუს სულპიციუს გალბა – “ეპიზოდი”

69 წლის 15 იანვარს რომის იმპერატორი – სერვიუს სულპიციუს გალბა (ძვ.წ.აღ-ით 23 – ახ.წ.აღ-ით 69 წლები),რომის შემდგომი იმპერატორის მარკუს სალვიუს ოტონისა და მისი პირადი მტრების – “პრეტორიანელების” მიერ სასტიკად იქნა მოკლული.აღნიშნული მკვლელობის ერთ-ერთ უმთავრეს შემოქმედს ოტონი წარმოადგენდა,რომელმაც გალბას იმიტომ უღალატა,რომ მან თავის მემკვიდრედ არა ის,არამედ პიზონი დაასახელა (მოკლული იქნა გალბას მკვლელობის შემდეგ).რომის ფორუმზე გამომსვლელ გალბას თავს დაესხნენ შეთქმულები და ხმლებით აკუწეს იგი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,სანამ მტრების ალყაში მოქცეულ გალბას მოკლავდნენ,მან შეთქმულებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: “მომკალით,თუკი ეს სახელმწიფოს სჭირდება!” – და მოკლული იქნა კიდეც მრავალი შეთქმულის ხმლითა და დაშნით.ამ ტრაგიკული მოვლენის შემდგომ რომის ომპერატორი მარკუს სალვიუს ოტონი გახდა.იმისათვის,რომ ახალი იმპერატორის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, 120-მა ადამიანმა (მართლა ჰქონდათ თუ არა მონაწილეობა მიღებული არავინ იცის) სიამაყით განუცხადა მას,რომ სწორედ მათ აჩეხეს სერვიუსი (ერთ-ერთმა მათგანმა ამის დასადასტურებლად გალბას მოკვეთილი თავიც კი მიართვა ოტონს).რაღა თქმა უნდა ამ უბედურებმა არ იცოდნენ ის,რომ,ოტონი იმპერატორად კურთხევიდან სულ რამდენიმე თვეში აღესრულებოდა (69 წლის 16 აპრილი) და საიმპერატორო ტახტს – აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი დაიკავებდა,თორემ ნამდვილად არ დაიწყებდნენ საჯაროდ ტრაბახს გალბას მკვლელობაში პირადი მონაწილეობის მიღებით.ოტონის მიერ ჩადენილი თვითმკვლელობისა და საიმპერატორო ტახტზე ვიტელიუსის ასვლის შემდეგ, 120-ივე მათგანი დაპატიმრებული იქნა.მიუხედავად იმისა,რომ მათმა უმრავლესობამ დაკავების შემდეგ კატეგორიულად უარყო სერვიუს სულპიციუს გალბას მკვლელობაში მონაწილეობა,ისინი მაინც სასტიკი მეთოდებით იქნენ სიკვდილით დასჯილები. (ავტორი გენია.ჯი)

მარკუს სალვიუს ოტონი (გალბას წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზატორი)

აულიუს ვიტელიუს გერმანიკუსი (გალბას მკვლელების დამსჯელი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>