გაბრიელ გარსია მარკესი “წიგნების წაკითხვის” შესახებ წერდა…
“ვკითხულობდი არა მხოლოდ სიამოვნებისთვის,არამედ იმის დაუოკებელი წყურვილით,რომ აღმომეჩინა,როგორ იყო დაწერილი დიდი წიგნები.პირველად მარჯვნიდან ვკითხულობდი,შემდეგ – პირიქით,ქირურგის ხელით ვფატრავდი შიგანს,ვიდრე სტრუქტურის ყველაზე დაფარულ მისტერიებს არ მივაგნებდი.სწორედ ამის გამო ჩემი ბიბლიოთეკა არასდროს ყოფილა იმაზე მეტი,ვიდრე სამუშაო ინსტრუმენტი,სადაც სახელდახელოდ შემიძლია დოსტოევსკის რომელიმე თავი გადავიკითხო,ან იულიუს კეისრის შესახებ ცნობა გადავამოწმო,ან მანქანის მოტორის მექანიზმი გავარკვიო.იდეაულირი მკვლელობის ჩადენის სახელმძღვანელოც კი მაქვს,რომელიმე ჩემს დაცემულ პერსონაჟს თუ დასჭირდა”. (ავტორი გენია.ჯი)