ტუბტენ გიაცოს “უკანასკნელი წერილობითი ანდერძი”
ტუბტენ გიაცო (1876-1933 წლები) – წარმოადგენდა ტიბეტის მეცამეტე დალაი ლამასა და ქვეყნის მმართველს 1895-1933 წლებში.როგორც სხვადასხვა ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ,იგი არა მარტო სრულყოფილი “სასულიერო ოსტატი”,არამედ გასაოცარი პოლიტიკური ალღოთი დაჯილდოებული შორსმჭვრეტელი და ძლევამოსილი ხელისუფალიც ყოფილა.ტუბტენი დიდ ინტერესს იჩენდა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ.სწორედ მის სახელთან ასოცირდება “დედამიწის ქუდად” წოდებული ჰიმალაის მთების ჩრდილოეთში მდებარე ქვეყანაში პირველი ელექტროსადგურის,მონეტების საბეჭდი მოწყობილობისა და სამი ავტომობილის შეყვანა,რაც იმ პერიოდისათვის მართლაც რომ დიდ სენსაციას წარმოადგენდა.მანვე გაგზავნა ოთხი ახალგაზრდა ტიბეტელი ბრიტანეთში განათლების მისაღებად და ანალოგიური ქმედებების პრაქტიკაში მასიურად დანერგვასაც აპირებდა,თუმცა ვერ განახორციელა.გარდაცვალების წინ, XIII დალაი ლამამ – ტუბტენ გიაცომ,თავის უკანასკნელ წერილობით ანდერძში ტიბეტელი ერი შემდეგი წინასწარმეტყველური ანდერძით გააფრთხილა:
“თუ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდება,შეიძლება ტიბეტის რელიგიასა და მთავრობას შიდა და გარე ძალები დაემუქრონ.თუ ჩვენს ქვეყანას ჩვენვე არ დავიცავთ,დალაი ლამა,პაჩენ ლამა და რწმენის ფრიად პატივსაცემი დამცველები გაქრებიან და მათ შესახებ აღარავის ეცოდინება.ბერები და მონასტრები აღიგვებიან პირისაგან მიწისა.კანონის ძალაუფლება შესუსტდება.მთავრობის წევრების მიწებსა და ქონებას დაიტაცებენ; მათ კი აიძულებენ,თავიანთ მტრებს ემსახურონ ან მათხოვრად ქცეულნი მთელ ტიბეტს მოედონ.ქვეყანას უდიდესი უბედურებები დაატყდება თავს და ყოვლისმომცველი,დამთრგუნველი შიში დაისადგურებს.ტანჯვაში უსასრულოდ გაიწელება დღეები და ღამეები”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ტუბტენ გიაცოს წინასწარმეტყველება და შორსმჭვრეტელობის უნარი მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წელიწადში იქნა დადასტურებული,რადგან 1950 წელს,მიუხედავად ტიბეტელთა დიდი წინააღმდეგობისა,ქვეყანა ოკუპირებული იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის მიერ,ხოლო – XIII დალაი ლამას შემდგომი XIV დალაი ლამა – ჯეცულ ჯამბელ ნგავანგ ლობსანგ იეშე ტენზინ გიაცო,სამშობლოდან იქნა გაძევებული და იგი დღემდე უცხოეთს აფარებს თავს. (ავტორი გენია.ჯი)