მიხეილ ჯავახიშვილის ნააზრევი…
1. “ღმერთმა რომ საქართველოს გადმოხედოს,ატირდება”.
2. “ორი ტიპი: ერთს მუდამ ყველაფერი უკვირს,მეორეს – არასოდეს არაფერი”.
3. ” – სამი რამ აკლია ქართველს: ეროვნული შეგნება,რეალობის ალღო და შრომის უნარი.
- ძალიან ცოტა ჰკლებია,არ ვიცი,რაღა შერჩა.
- მადა,ზარმაცობა,ოცნება”.
4. “ჩვენ,მცირე ერებს,მცირე მნათობების – ასტეროიდების ბედი გვიწერია: დიდი მნათობების თანამგზავრები ვართ და მათს გავლენას ვერ მოვწყდებით”.
5. “დღეს ყველა ქართული ოჯახი პატარა საგიჟეთია,რომელსაც ექიმი სჭირდება.მაგრამ თვითონ ექიმებსაც ექიმობა სჭირდებათ და აღარ ვიცი საიდან მოვუარო ჩვენ ბეჩავ ხალხს”. – (ავტორი გენია.ჯი)
6. “სადღეისო ლექსიკიდან ფესვიანად ამოვარდა სიტყვები: “სინდისი”,”სიყვარული”,”პატიოსნება”,”ვაჟკაცი” და მისთანანი.ამოვარდა ლექსიკონიდანაც და ცხოვრებიდანაც,ამოვარდა სიტყვა და საქმეც”. – (ავტორი გენია.ჯი)
7. “მე მუდამ ვკივი: მემკვიდრე,მემკვიდრე,მომეცით მემკვიდრე!”
8. “ბოლშევიზმი უმწიკვლო და უზადო სარკეა რუსის ხალხის.იგი მისი შვილიც არის,დედაც,შობილიც,მშობელიც.ორივ ერთია,განუყრელია.ვინც ჭეშმარიტება გაიგო,მან ყოველივე გაიგო.დროა გათავდეს უუყალბესი ზღაპარი,ვითომ ხალხი სხვა იყოს,ბოლშევიზმი კი – რაღაც განყენებული,ციდან ჩამოვარდნილი რისხვა”.
9. “მე მიყვარს საქართველოს წარსული.მე მძულს მისი დღევანდელობა.მე მწამს მისი მომავალი”.
10. “ჩემი ეპიტაფია: “აქ მარხია მიხ. ჯავახიშვილის ფერფლი,მეტი არაფერი”.