ჟან კასუ წერდა…
“ძნელი არის დიდხანს განიცდიდე უკმაყოფილებას და ამავე დროს მაღალი აზრები შეინარჩუნო.ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია: აზროვნებდე კეთილშობილად,დიახ,აზროვნებდე კეთილშობილურად,პატივით ეპყრობოდე საკუთრებას,მემკვიდრეობის უფლებას,მშობლების ავტორიტეტს,ყველაფერს,რაც კეთილშობილი და დიდია. და ჩვენ,სათნო ადამიანებმა და ურწმუნოებმაც კი,ერთგულად და კეთილგანწყობით უნდა ვიზრუნოთ რელიგიის ინტერესებისათვის.რასაკვირველია,კონსერვატიზმი ჩემი საქმე არ არის,რეფორმების წინააღმდეგი არა ვარ,მაგრამ არ მინდა,რომ ამ რეფორმებმა დემაგოგიით შემიპყროს,უკმაყოფილების,პატივმოყვარეობისა და პოპულარობის გამომწვევ ორომტრიალში ჩამითრიოს.აქ შეიძლება ყველაზე მტკიცე ადამიანიც კი გზას გადასცდეს”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მშვენიერება არც ბურჟუებისათვის არის და არც ხალხისათვის.ის ადამიანისთვის არის”.
* * *
“ადამიანი მოწადინებულია თავის წინაპრებზე კარგი წარმოდგენა ჰქონდეს და იფიქროს,რომ ისინი,უკეთესი ცხოვრებისათვის გაჩენილნი,სოციალურმა უსამართლობამ დაჩაგრა.ამის გამო ჩვენი წინაპრები ბუნდოვან და ჰაეროვან არსებად გვყვანან წარმოდენილნი.სხვანაირად აბარ როგორ შეიძლება აიხსნას ბავშვობა,ის,რაც განუმეორებელია,იშვიათი და იდუმალად დიდებულია? განა ჩვენ,ყველა,ბავშვობაში ტანისამოსგადაცმული პრინცები და პრინცესები არ ვიყავით?”
* * *
“გონებას ვერაფერი დამაკარგვინებს და თავი მომწონს,რომ მუდამ საკუთარი შეხედულება მაქვს მიუხედავად იმისა,ვემხრობი თუ არა რომელიმე მოძრაობას,ან მისი შეჩერება მსურს”.
* * *
“მინდა სამუდამოდ შევინარჩუნო ის,რაც ჩემს ბედნიერებას შეადგენს”. (ავტორი გენია.ჯი)