ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე – “ეპიზოდი”

ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მათემატიკოსი და ფიზიკოსი - ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე (1768-1830 წლები),რომელიც ავტორი გახლავთ ცნობილი ნაშრომისა – “სითბოს ანალიზური თეორია” (აღნიშნულ ნაშრომში მან გამოიყვანა თბოგამტარობის დიფერენციალური განტოლება) და რომელმაც განუზმოლად დიდი როლი ითამაშა მათემატიკის ისტორიაში,ერთობ უცნაური თვისების მატარებელი პიროვნება გახლდათ.რატომღაც,გენიალური ფრანგი მეცნიერი დარწმუნებული იყო იმაში,რომ,ჯანმრთელობისათვის – საბანში გახვეული სიარული ერთობ დადებითად მოქმედებდა.ამიტომ,ფურიეს სახლში ყოფნის დროს,მიუხედავად ამინდისა,თითქმის ყოველთვის საბანი ჰქონდა ტანზე შემოხვეული.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იგი სწორედ ამ უცნაურმა თვისებამ იმსხვერპლა. 1830 წლის 16 მაისს,საბანში გახვეული ფრანგი მეცნიერი სახლის კიბეებზე ჩამოდიოდა,რა დროსაც საბნის ნაწილი ფეხებში აებლანდა და კიბეებზე დაგორდა.აღნიშნული წაქცევისაგან მიღებულმა თავის უმძიმესმა ტრამვამ კი – ჟან ბატისტ ჟოზეფ ფურიე – იმსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>