რამონ არტაგავეტია – “ეპიზოდი”

სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქვეყნის – ურუგვაის ერთ-ერთი მოქალაქე – რამონ არტაგავეტია,მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა შიშის ძლიერი შეტევებითა და ღამის საშინელი კოშმარებით.მისი ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოიწვია იმან,რომ 1871 წელს ოკეანეში გასულ გემს,რომელზეც რამონიც იმყოფებოდა – ხანძარი გაუჩნდა,რასაც მგზავრთა დიდი ნაწილის დაღუპვა მოჰყვა.თავად არტაგავეტია კი სასწაულებრივად გადაურჩა უცილობელ სიკვდილს.მას შემდეგ,იგი გემზე აღარასოდეს ასულა.თუმცა,ამ მოვლენიდან 41 წლის გასვლის შემდგომ,რამონმა პათოლოგიური შიში დაძლია და გადაწყვიტა,რომ კიდევ ერთხელ წასულიყო საზღვაო მოგზაურობაში. და შეისყიდა კიდეც XX საუკუნის დასაწყისისათვის მსოფლიოში უდიდესი ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერის – “ტიტანიკის” ბილეთი… როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, “ტიტანიკი” 1912 წლის 14 აპრილს, 22:40 წუთზე აისბერგს შეეჯახა,რის შედეგადაც 15 აპრილის გამთენიისას ჩაიძირა. 1 517 დაღუპულ მგზავრს შორის ერთ-ერთი სწორედ – რამონ არტაგავეტია იყო,რომლის გადარჩენა წინა ტრაგედიისაგან განსხვავებით ვეღარ მოხერხდა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>