ქაბულის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქაბულის სახელმწიფო უნივერსიტეტი – წარმოადგენს ცენტრალურ აზიაში მდებარე ქვეყნის – ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ქაბულში მდებარე უნივერსიტეტს,რომელიც ქვეყნის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯია.აღნიშნული უნივერსიტეტის დევიზი გახლავთ: “განათლება ავღანეთის სამსახურში”.იგი დაარსებული იქნა 1931 წელს ავღანეთის მეფის – მუჰამედ ნადირ-შაჰის მმართველობის პერიოდში (1929-1933 წლები).ხოლო მისი კარი კი პირველად სტუდენტებისათვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1932 წელს გაიხსნა.ქაბულის უნივერსიტეტმა პარტნიორული ურთიერთობები იმთავითვე დაამყარა გერმანიის,საფრანგეთის,აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებთან.თუმცა,თავდაპირველად მასში ერთადერთი – სამედიცინო ფაკულტეტი ფუნქციონირებდა.მოგვიანებით,სამედიცინო ფაკულტეტს კიდევ 13 ფაკულტეტი დაემატა – სოფლის მეურნეობა,ეკონომიკა,სამხატვრო,გეოგრაფია,ფსიქოლოგია,ისლამი,სამართალი,მეცნიერება და სხვა ფაკულტეტები.უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ექცეოდა კაპიტალიზმის,სოციალიზმისა ფემინიზმის საკითხებს. 1960 წელს უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული იქნა სტუდენტთა სახოვრებელი “კომპუსები”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ავღანეთში მოქმედი სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციები,იმთავითვე ცდილობდნენ მასზე გავლენის მოპოვებას,რის გამოც უნივერსიტეტში მრავალი დაპირისპირება მოხდა.მათ შორის,იყო ისეთი სისხლიანი ინციდენტებიც კი,რომლებიც საუბედუროდ მსხვერპლით დასრულდა.ქვეყნაში მიმდინარე არაჯანსაღი პოლიტიკური მოვლენები,მეტად უარყოფით გავლენას ახდენდა ქაბულის უნივერსიტეტზე.ხელისუფლებაში – თალიბანის მოსვლამ,მისი დახურვა გამოიწვია.თუმცა,მას შემდეგ,რაც ისინი ქვეყნის მმართველობას ძალის გამოყენებით ჩამოაშორეს,კვლავ განაახლა ფუნქციონირება. (ავტორი გენია.ჯი) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაიწყო ქაბულის უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.მასში შეტანილი იქნა კომპიუტერები,შეიყვანეს ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის სისტემა,აღადგინეს გაუქმებული პროგრამები და ასე შემდეგ. 2007 წელს კი ირანის ხელისუფლებამ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას 25 000 წიგნი გადასცა სრულიად უსასყიდლოდ.ქაბულის უნივერსიტეტმა ასევე დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან.

დღესდღეობით,ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ყველაზე წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში 7 000-მდე სტუდენტი სწავლობს,რომელთაგან 1 700 ქალია.ქაბულის უნივერსიტეტში თავის დროზე სწავლის კურსი გაიარეს ისეთმა ცნობილმა ავღანელებმა,როგორებიც იყვნენ – მოჰამედ ნაჯიბულა (ავღანეთის პრეზიდენტი),ჰაფიზულა ამინი (ავღანეთის პრემიერ-მინისტრი),მავლანა ფაიზანი (ცნობილი ავღანელი ფილოსოფოსი და რეფორმატორი),საედ ნაფიზი (პროფესორი) და სხვები.

ქაბულის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია საკუთარი საიტი ინტერნეტში,რომლსი მისამართია – “ku.edu.af”(ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>