იაკობ კედმის მიმართვა “სსრკ-ს უზენაესი საბჭოს დეპუტატებს”
იაკობ კედმი (ყოფილი გვარი – კაზაკოვი) – წარმოადგენს მოსკოვში დაბადებულ ებრაელ სახელმწიფო მოღვაწესა და ისრაელის სახელმწიფოს სპეცსამსახურის “ნატივი”-ს ყოფილ ხელმძღვანელს 1992-1997 წლებში. 1967 წელს,იაკობი მოსკოვში განთავსებულ ისრაელის საელჩოში გამოცხადდა.მიუხედავად საბჭოთა ჯარისკაცის წინააღმდეგობისა,მან საელჩოში შეღწევა მაინც მოახერხა და ისრაელის სახელმწიფოს დიპლომატს – ჰერცლ ამიკამს შეხვდა (მოსადის თანამშრომელი).კაზაკოვის ზემოაღნიშნულმა აქციამ,ამიკამს აფიქრებინა,რომ მისი ეს ქმედება საბჭოთა “სუკის” პროვოკაცია იყო.ამიტომ უარი განუცხადა იაკობს ისრაელში ემიგრაციაზე. (ავტორი გენია.ჯი) ერთი კვირის შემდგომ,კაზაკოვი ყველა იმ საბუთით ეწვია ისრაელის საელჩოს,რაც ესოდენ აუცილებელი გახლდათ მისი სამშობლოში ემიგრაციისათვის. 1967 წლის 11 ივნისს,”ექვსდღიანი ომით” ცნობილი მოვლენების დროს,საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად გაწყვიტა ყოველგვარი დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელთან,რის შემდეგაც მან საჯაროდ განაცხადა უარი საბჭოთა მოქალაქეობაზე და სამშობლოში ექსტრადიცია მოითხოვა.აღნიშნული საკითხის გამო ის აშშ-ის საელჩოსაც ეწვია.ხოლო სსრკ-ს უზენაესი საბჭოს დედპუტატებს კი იმ პერიოდისათვის მართლაც რომ გამაოგნებელი სახის მიმართვა გაუგზავნა:
“მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე,სადაც ებრაელები ძალადობრივად ექვემდებარებიან ასიმილაციას,სადაც ჩემს ხალხს ჩამორთმეული აქვს თავისი ეროვნული სახე და კულტურული ფასეულობები… მე არ მსურს ვიცხოვრო იმ ქვეყანაში,სადაც ხელისუფლებამ ესოდენ ბევრი ებრაელის სისხლი დაღვარა… მე არ მსურს თანამონაწილე ვიყო თქვენი ისრაელის სახელმწიფოს განადგურების საკითხში…”
P.S. აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იმ პერიოდისათვის,იაკობ კედმის არც ერთი ნათესავი ისრაელში არ ცხოვრობდა.მიუხედავად ამისა,მისი სამშობლოში ჩასვლის სურვილი იმდენად დიდი გახლდათ,რომ იგი ყველა ქმედებაზე წამსვლელი იყო.როდესაც ჰკითხეს თუ ვინ ელოდებოდა ისრაელში,მან ლაკონურად უპასუხა: “ჩემი სამშობლო და ჩემი ერი!” – და ჩავიდა კიდეც “ნანატრ მიწაზე”,სადაც შესანიშნავი პოლიტიკური კარიერაც შეიქმნა (სხვათაშორის,სულ რამდენიმე ხნის წინათ,რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ოკუპაციის გამო,იაკობ კედმა უკრაინაში მაცხოვრებელ ებრაელ მოსახლეობას შემდეგი სახის მიმართვა გაუგზავნა: “დაე,ყოველმა ებრაელმა თავად გადაწყვიტოს თუ ვის მხარეზე იქნება.მაგრამ შემდეგ არ გაბრაზდეთ თქვენი მცდარი გადაწყვეტილების გამო,რადგან დაშვებულ შეცდომას აუცილებლად საკუთარი თავით ზღვავთ”). (ავტორი გენია.ჯი)