პოლიდაკტილია
პოლიდაკტილია (ბერძნული ენიდან ითარგმნება,როგორც – “ბევრი თითი”) – წარმოადგენს ანატომიურ გადახრას,რომლისთვისაც დამახასიათებელია ნორმას გადაცილებული ბევრი თითის არსებობა ადამიანის ხელებსა და ფეხებზე.ცნობისათვის,გარდა ამისა არსებობს – ოლიგოდაკტილიაც,რომლისთვისაც პოლიდაკტილიისაგან განსხვავებით დამახასიათებელია ადამიანის ხელებსა და ფეხებზე ხუთ თითზე ნაკლების არსებობა. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის დეფექტი მედიკოსების აზრით,ყველაზე ხშირად აუტოსომურ-დომინანტური გზით ან მემკვიდრეობით გადაეცემა ადამიანებს.პოლიდაკტილიის გამომწვევი მიზეზები ასევე შესაძლოა იყოს ისეთი სპეციფიკური სინდრომები,როგორებიცაა – “რუბინშტეინ-ტეიბის სინდრომი”,”კარპენტერის სინდრომი”,”სლიმ-ლემლი-ოპიცის სინდრომი”,”ლაურენს-მუნ-ბიედლის სინდრომი” და სხვა სინდრომები.
სტატისტიკის მიხედვით,ყოველ ახლად დაბადებულ 5 000 ბავშვში – ერთი ექვსი თითით იბადება.მეექვსე თითის მოსაშორებლად კი ექიმების მიერ უმალვე ხორციელდება ქირურგიული ჩარევა.პოლიდაკტილიის “რეკორდსმენად” მიჩნეულია 34 თითის მატარებელი (7 თითი თითოეულ ხელზე და 10 თითოეულ ფეხზე) ინდოელი ბავშვი – აქშატ საქსენი.პოლიდაკტილიური ანატომიური გადახრები გააჩნდათ ისეთ ცნობილ. ადამიანებსაც,როგორებიც იყვნენ – ანა ბოლეინი (ინგლისის დედოფალი),რიტიკ როშანი (ინდოელი კინომსახიობი),ოპრა უინფრი (სახელოვანი ამერიკელი ტელეწამყვანი),ჰოლი ბერი (დიდი ამერიკელი მსახიობი-ქალი),სიდ უილსონი (პოპულარული ამერიკელი მუსიკოსი) და სხვები.გარდა ამისა,არსებობს ლეგენდა იმის შესახებაც,რომ მერილინ მონროს მარჯვენა ფეხზე 6 თითი გააჩნდა,თუმცა ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. (ავტორი გენია.ჯი)
პოლიდაკტილია ფეხზე