United Parel Service – “ეპიზოდი”

სპეციალიზირებული ექსპრეს-გადაზიდვებისა და ლოჯისტიკის საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული კომპანია – United Parel Service (UPS),ევროპულ ბაზარზე პირველად 1970-იან წლებში გამოჩნდა.მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიაში,აღნიშნულმა კომპანიამ თავისი განყოფილებები 1976 წელს გახსნა.თუმცა იგი ერთობ უცნაური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.გერმანიის ტერიტორიაზე მოქმედი UPS-ის კომპანიის ავტომობილების მძღოლების უნიფორმა ყავისფერი შეფერილობის იყო,რამაც კომპანიაში დასაქმებული გერმანელების დიდი პროტესტი გამოიწვია.აღნიშნული პროტესტის მიზეზი კი გახლდათ ის,რომ – ყავისფერი შეფერილობა,მათ ნაცისატურ გერმანიაში მოქმედი ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის – “გიტლერიუგენდის” წარმომადგენელთა უნიფორმას აგონებდა.სწორედ ეს გახლდათ კიდეც მიზეზი იმისა,რომ კომპანიის თანამშრომლებმა მათ ჩაცმაზე UPS-ის ხელმძღვანელობას კატეგორიული უარი განუცხადეს.პროტესტმა შედეგი გამოიღო და მალევე ყავისფერი უნიფორმა მწვანე ფერის უნიფორმით იქნა ჩანაცვლებული. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>