დიდი ვეფხვისებრი თევზი
დიდი ვეფხვისებრი თევზი – წარმოადგენს ქარაცისნაირთა ჯგუფისა და სხივფარფლიანთა ქვეკლასის დიდი ზომის მქონე მტაცებელ-მონსტრ თევზს ვეფხვისებრი თევზების სახეობისა.სულ ბუნებაში გვხვდება ვეფხვისებრი თევზის ხუთი სახეობა,მათ შორის – ჩვეულებრივი ვეფხვისებრი თევზი და დიდი ვეფხვისებრი თევზი.აღნიშნული თევზების გავრცელების უმთავრესი არეალი აფრიკის კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული “შავი კონტინენტის” სიდიდით მეორე მდინარის – კონგოს აუზი და ტბების – უპემბასა (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) და ტანგანიიკას მტკნარი წყლებია.იმ რეგიონებში,სადაც ისინია გავრცელებული,ადგილობრივები – “მბენგას” სახელით მოიხსენიებენ (მისი ლათინური სახელწოდება კი – “გიგანტური ჰიდროცინია”).დიდი ვეფხვისებრი თევზების სიგრძე – 1,80 მეტრს აღწევს,ხოლო წონა – 50 კილოგრამს.ამ სასტიკ მტაცებლებს გააჩნიათ 32 ეშვის მსგავსი ბასრი კბილი,რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ მსხვერპლის განადგურებაში.გარდა ამისა,აქვთ შესანიშნავი მხედველობა და სისწრაფე.ნადირობენ ჯგუფებად და ხშირ შემთხვევებში თავს ესხმიან წყალში მყოფ ცხოველებსაც.”ნამდვილი მკვლელობის მანქანად” წოდებული თევზები,მიუხედავად მათი განსაკუთრებული მტაცებლური თვისებებისა,ადამიანებს იშვიათად ესხმიან თავს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ასეთი ინციდენტები რამდენჯერმე მაინც იქნა დაფიქსირებული.შეიცავენ მუქ ჰორიზონტალურ ზოლებს,საიადანც წარმოდგება კიდეც მათი სახელწოდება
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აფრიკის კონტინენტზე,დიდი ვეფხვის გოლიათი მტაცებლები თევზაობისათვის ერთობ პოპულარულ ობიექტებად განიხილებიან.თუმცა,მათი დაჭერა საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.ცნობილია,რომ აღნიშნული სახეობის თევზები უზარმაზარი მოცულობის მქონე აკვარიუმებშიც ჰყავთ გავრცელებული,სადაც წყლის ტემპერატურა 23 – 26 გრადუს-ცელსიუს უნდა უტოლდებოდეს,ხოლო აკვარიუმს უნდა გააჩნდეს ძლიერი ფილტრაციის სისტემა. (ავტორი გენია.ჯი)