სიკვდილით დასჯის დაკანონება ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფოში
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,კათოლიკური სამყაროს ეპიცენტრში – ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანში, 1929 წლის 7 ივნისს ძალაში შევიდა “ლატერანის ხელშეკრულება”,რომლის მეშვიდე პუნქტი კათოლიციზმის თეოკრატიულ სახელმწიფოში ოფიციალურად აკანონებდა და ამკვიდრებდა – “სიკვდილით დასჯის” შემოღებას.აღნიშნული კანონის მიხედვით სიკვდილით დაისჯებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები,რომლებიც ვატიკანის ტერიტორიაზე განახორციელებდნენ თავდასხმას – რომის პაპზე.
საინტერესოა ის გარემოება,რომ სიკვდილით დასჯის დაკანონებას თავის დროზე მხარს უჭერდა უამრავი ცნობილი თეოლოგი.მაგალითად,მართლმადიდებელი,კათოლიკური,ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიების წმინდანი – ამბროსი მედიოლანელი (340-397 წლები),იწონებდა და მხარს უჭერდა განსაკუთრებით საშიში დამნაშავეებისათვის სიკვდილით დასჯის დაკანონებას.გარდა ამისა,ანალოგიური ხედვა გააჩნდა დიდ ქრისტიან თეოლოგსა და ფილოსოფოსს – ნეტარ ავგუსტინესაც (354-430 წლები),რომელიც მის მიერ დაწერილ თხზულებაში – “ღვთის ქალაქის შესახებ”,აღნიშნავდა,რომ,რადგანაც საერო ხელისუფლება ღვთის ხელში ხმლის ფუნქციას ასრულებს,მისი წარმომადგენლების მიერ სადიზმში,პედოფილიასა და სხვა რიგ უმძიმეს დანაშაულებებში მხილებული დამნაშავეების სიკვდილით დასჯა არავითარ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება უფლის მეექვსე მცნებას – “არა კაც-ჰკლა”. (ავტორი გენია.ჯი) მაღალი საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ღვთისმეტყველი და ფილოსოფოსი – თომა აკვინელი და ცნობილი შოტლანდიელი თეოლოგი – ნეტარი იოანე დუს სკოტი,ირწმუნებოდნენ,რომ საერო ხელისფლებას სრული უფლება და შესაძლებლობა გააჩნდა სიკვდილით დასჯის პროცედურა მოეყვანა სისრულეში და ამაში “წმინდა წერილს” იმოწმებდნენ.
რომის პაპი 1198-1216 წლებში – ინოკენტი III,”ვალდენსების” რელიგიური მოძრაობის დამაარსებლისაგან – პეტერ ვალდოსაგან დაჟინებით მოითხოვდა,ჩამოეყალიბებინა თეზისები,რომლის თანახმადაც საერო ხელისუფლებას სასიკვდილო ცოდვის ჩადენის გარეშე შეეძლებოდა დამნაშავეების სიკვდილით დასჯა.თუმცა,ასევე მოითხოვდა,რომ ბრალი აუცილებლად სამართლიანად უნდა ყოფილიყო ბრალდებულისათვის წარდგენილი და დამტკიცებული.
შუა საუკუნეებიდან,კათოლიციზმში დაიწყო ერა,რომელსაც – “წმინდა ინკვიზიცია” ეწოდა.მას კურთხევა რომში განთავსებულმა “წმინდა ეპარქიამ” და მისმა ეპისკოპოსმა – რომის პაპმა მისცა.სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო რიგმა საერო და სასულიერო ხელისუფლებებმა თანხვედრილად ერეტიკოსთა წინააღმდეგ უსასტიკესი მეთოდებით ბრძოლა,რასაც ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა. 1566 წელს მიღებული ერთ-ერთი რომაული კატეხიზმო,ირწმუნებოდა,რომ ღმერთმა საერო ხელისუფლებას მიანიჭა სრული ძალაუფლება სიცოცხლესა და სიკვდილზე,რაც საერო ხელიფუფლებას “მწვანე შუქს” უნთებდა სიკვდილით დაესაჯა ან სიცოცხლე შეენარჩუნებინა ნებისმიერი მსჯავრდებულისათვის.ამავე აზრს იზიარებდნენ ისეთი ცნობილი თეოლოგები,როგორებიც იყვნენ – რობერტო ბელარმინი (იტალიელი კარდინალი და ღვთისმეტყველი),ტომას მორი (კათოლიკური ეკლესიის ინგლისელი წმინდანი),ფრანსისკო სუარესი (ესპანელი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოაზროვნე),ალფონსო სიგუორი (კათოლიკური ეკლესიის იტალიელი ეპისკოპოსი) და სხვები.
თუკი ზემოთქმულს კარგად გავაანალიზებთ, 1929 წელს ვატიკანში მიღებული კანონი “სიკვდილით დასჯის” შემოღების შესახებ,დიდი გაოცების მომასწავებელი აღარ იქნება.აღნიშნული კანონი მოქმედებაში 1969 წლამდე იყო.თუმცა,ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ამ ხნის მანძილზე (1929-1969 წლები) არც ერთი ადამიანი ვატიკანში სიკვდილით არ დასჯილა,რადგან არც ერთი თავდასხმა ამ პერიოდში თეოკრატიული ქალაქ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე რომის პაპზე არ განხორციელებულა. 1969 წელს,რომის,რიგით 262-ე პაპმა პავლე VI-მ ვატიკანში სიკვდილით დასჯა ოფიციალურად გააუქმა და მას შემდეგ არც ერთ პაპს იგი აღარ აღუდგენია. (ავტორი გენია.ჯი)
წმინდა ამბროსი მედიოლანელი
ნეტარი ავგუსტინე
თომა აკვინელი
იოანე დუნს სკოტი
ინოკენტი III
პეტერ ვალდო
კარდინალი – რობერტო ბელარმინი
ალფონსო ლიგუორი (კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი)
ტომას მორი
ფრანსისკო სუარესი
პავლე VI (რომის პაპი,რომელმაც ვატიკანში “სიკვდილით დასჯის” კანონი გააუქმა)