გენიალური “ისტორიკოსები” ამბობდნენ…

1. “ჩვენ ვალდებულები ვართ თავად გვჯეროდეს იმის,რასაც საკუთარ შვილებს ვასწავლით”. - ტომას ვუდრო უილსონი (აშშ-ის რიგით 28-ე პრეზიდენტი,ისტორიკოსი და პოლიტოლოგი)

2. “ის,ვინც სიბნელეს ვერ გრძნობს,არასოდეს დაიწყებს სინათლის ძებნას”. – ჰენრი ტომას ბოკლი (დიდი ინგლისელი ისტორიკოსი და მოჭადრაკე)

3. “არ შეიძლება მშვიდად ფლობდეთ სიმდიდრეს,თუკი ისინი იარაღის ძალით არ არის დაცული”. – პუბლიუს ფლავიუს ვეგეტიუს რენატუსი (რომაელი სამხედრო ისტორიკოსი და თეორიტიკოსი)

4. “ხალხი ბევრია,ხოლო ადამიანი – ცოტა”. – დიოგენე ლაერტი (გენიალური ძველბერძენი ფილოსოფიის ისტორიკოსი) – (ავტორი გენია.ჯი)

5. “ჯანმრთელი ადამიანი – ბუნების ყველაზე ძვირფასი ნაწარმოებია”. – ტომას კარლეილი (დიდი შოტლანდიელი მწერალი და ისტორიკოსი)

6. “რაც უფრო მეტი გაქვთ,მით უფრო მეტად ხარბად მიისწრაფვით იმისკენ,რაც არ გაქვთ”. – ქუინტუს კურციუს რუფუსი (დიდი ძველრომაელი ისტორიკოსი)

7. “მნიშვნელობა არა აქვს,თუ ვინ დგას თქვენს წინაშე: აკადემიკოსების ბრბო თუ მეთულუხჩეების.ერთიც და მეორეც – ბრბოა”. - გუსტავ ლებონი (დიდი ფრანგი ისტორიკოსი,ფსიქოლოგი და ანთროპოლოგი)

8. “ბიუროკრატია – არის ერთგვარი თევზაობა იქ,სადაც თევზი არ არის”. – სირილ ნორტკოტ პარკინსონი (გამოჩენილი ინგლისელი სამხედრო ისტორიკოსი)

9. “ვარჯიში ოსტატობას ბადებს”. – პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი (გენიალური ძველრომაელი ისტორიკოსი და მწერალი)

10. “როდესაც კეთილსისნდისიერება ბატონობს,მაშინ ერთი სიტყვაც საკმარისია; ხოლო,როდესაც ის არ არის,მაშინ,ფიციც კი – უსარგებლოა”. - გიიომ თომას ფრანსუა რეინალი (გამოჩენილი ფრანგი ისტორიკოსი და სოციოლოგი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>