ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – (ნაწილი III)
1. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ცენტრალურ აფრიკაში მდებარე მსოფლიოს ერთ-ერთ ეკონომიკურად უღარიბეს ქვეყანაში – ბურუნდის რესპუბლიკაში,სადაც 2013 წლის მონაცემებით 9 292 984 ადამიანი ცხოვრობს,მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი,ქვეყნის დედაქალაქ ბუჟუნბურაში არსებული – “ბურუნდის უნივერსიტეტი” ფუნქციონირებს.თავის მხრივ,დღეისათვის,ბურუნდის უნივერსიტეტში 13 000 სტუდენტი სწავლობს.აღნიშნულიდან გამომდინარე,ბურუნდიში განათლების დონე უმდაბლეს დონეზეა დაცემული.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ თითქმის ათ მილიონიან სახელმწიფოს 200 მედიკოსზე მეტი არა ჰყავს (სტატისტიკოსების გამოთვლით,ბურუნდის 37 581 მოსახლეზე ერთი ექიმი მოდის).ცნობილია ისიც,რომ აღნიშნული ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული გზების მხოლოდ 7%-ია მოასფალტებული,ხოლო რკინიგზა კი საერთოდ არ არსებობს.
2. ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე მდებარე - უნგრეთი,ევროპის ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოდ მიიჩნევა.იგი დაარსებული იქნა 896 წელს (უფრო ადრე,ვიდრე საფრანგეთი და გერმანია).ქვეყნის დასავლეთ ნაწილში განთავსებულია ევროპის კონტინენტის უდიდესი ტბა – “ბალატონი”.მიუხედავად იმისა,რომ აღნიშნული ტბის მაქსიმალური სიღრმე 12,5 მეტრია,უნგრელები მას მაინც – “უნგრეთის ზღვას” უწოდებენ.საინტერესოა ისიც,რომ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოძრაობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტრამვაი,რომლის სიგრძე 53,9 მეტრია.გარდა ამისა,სწორედ ბუდაპეშტში დაიწყო ფუნქციონირება მსოფლიო მასშტაბით მესამე – “მეტროპოლიტენმა”,ლონდონისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენების შემდეგ.
3. ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე (სამხრეთ აღმოსავლეთ აზია) მდებარე ქვეყანაში - ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში,”ახალი წლის” დადგომა დამოკიდებულია ლუნისოლარულ კალენდარზე (კალენდარი,რომლის თარიღი მიუთითებს როგორც მთვარის ფაზაზე ასევე დროზე მზის წელიწადის მიხედვით).შესაბამისად,ვიეტნამში,სადაც ახალი წლის დადგომა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ დღესასწაულად მიიჩნევა,მის შემობრძანებას ქვეყანაში მუდმივი თარიღი არ გააჩნია.ვიეტნამელები ახალ წელს – “ტეტ ნგუენ დანას” უწოდებენ,რაც თარგმანით “პირველი დილის დღესასწაულს” აღნიშნავს და იგი ჩინურ ახალ წელთან ერთად აღინიშნება (მიუხედავად განსხვავებული საათობრივი სარტყელისა). 2015 წელი ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში – 19 თებერვალს დადგა. (ავტორი გენია.ჯი)
4. დასავლეთ აფრიკის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყანამ – განის რესპუბლიკამ,თავისი სახელწოდება უძველესი განის იმპერიისაგან მიიღო (სიტყვა – განა,ითარგმნება,როგოც – “მეფე-მეომარი”). XV-XVI საუკუნეებში აღნიშნულ აფრიკულ ქვეყანას – “ოქროს სანაპიროს” უწოდებდნენ,რადგან იმ პერიოდში,სწორედ განის სანაპიროებიდან გაჰქონდათ პორტუგალიელ კოლონისტებს ტონობით ოქრო.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ისტორიის იმ ეტაპზე,განის ტერიტორიაზე მსოფლიო ოქროს 10% მოიპოვებოდა.დღეისათვის კი განის რესპუბლიკა ოქროს მოპოვების მხრივ ლიდერი აღარ არის,თუმცა იგი ლიდერია მსოფლიოს ბაზარზე კაკაოს მიწოდებით. (ავტორი გენია.ჯი)
5. ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე არსებული ქვეყნის – გვატემალას რესპუბლიკის სახელწოდება ითარგმნება,როგორც – “ადგილი,სადაც ბევრი ხე ხარობს” (გარდა ამისა,მას მოიხსენიებენ – “მარადიული გაზაფხულის ქვეყნადაც”).საინტერესოა ის გარემოება,რომ,პირველი “ხსნადი ყავა” სწორედ გვატემალაში იქნა გამოგონებული და დამზადებული 1910 წელს გვატემალელი მედიცინის დოქტორების – ედუარდ კაბარუსისა და ფედერიკო ლაიენჰოფის მიერ.