“იცოცხლა ერთხელ,დაიკრძალა ორჯერ”
XVIII საუკუნის ევროპის რიგ ქვეყნებში,ერთობ დიდი პოპულარობით სარგებლობდა ლეგენდა,სახელწოდებით – “ქალი ბეჭდით”.ამევე ლეგენდის მიხედვით, 1705 წელს ირლანდიაში ციებ-ცხელების შედეგად გარდაიცვალა ირლანდიელი ქალბატონი – მარჯორი მაკკალი.იმის შიშით,რომ ციებ-ცხელების ინფექცია არ გავრცელებულიყო,ქალი მალევე იქნა დაკრძალული ოჯახის მიერ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ გარდაცვლილ მარჯორის მეუღლემ საფლავში უძვირფასესი ბეჭედი ჩააყოლა.ეს ინფორმაცია გავრცელებული იქნა ადგილობრივ მოსახლეობაში.ძვირფასი ბეჭდის ხელში ჩაგდების სურვილმა,ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი იმდენად დაახარბა,რომ გაუგონარი და ამაზრზენი გადაწყვეტილება მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) მან,სულ რამდენიმე დღის წინ დაკრძალული მარჯორის საფლავის ამოთხრა და ძვირფასი ნივთის ხელში ჩაგდება სცადა: ღამით საფლავი მალულად გათხარა,კუბოს თავი ააძრო და ქალის ხელზე გაკეთებული ბეჭედის მოხსნა სცადა.თუმცა ბეჭედი მარჯორის იმდენად მკვრივად ჰქონდა ხელზე გაკეთებული,რომ ამაზრზენმა მძარცველმა,ვერაფრით მოაძრო.რის გამოც გადაწყვიტა ბეჭდიანი თითი მოეჭრა. და როდესაც,სამართებლით თითის მოჭრა დაიწყო,მისდა გამაოგნებლად ქალი კუბოში შეირხა.ამ ფაქტმა მძარცველს თავზარი დასცა და იგი თავგუდმოგლეჯილი გაიქცა.
როგორც შემდგომ გახდა ცნობილი,მარჯორი ლეთარგიული ძილის ქვეშ იმყოფებოდა და მას სწორედ თავისი საფლავის ძარცვის დროს გაეღვიძა.თავადაც შიშით შეპყრობილმა ქალმა სამარეს თავი დააღწია და უმალვე სახლისაკენ გასწია.დილით,როდესაც მისი მეუღლე ბავშვებს ასადილებდა,კარზე კაკუნის ხმა გაისმა.კაცმა კარები გააღო და როდესაც წინ მისი “გარდაცვლილი” მეუღლე იხილა,შიშისაგან გულის შეტევა განუვითარდა და ადგილზევე დაიღუპა.
აღნიშნულმა ლეგენდამ, XIX საუკუნის ევროპული ქვეყნების ფოლკლორში ფართოდ დაიდო ბინა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მკვლევარებმა მარჯორის მშობლიურ ქალაქში მდებარე ეკლესის ძველ ჩანაწერებში,მართლაც აღმოაჩინეს – მარჯორი მაკკალის სახელი და გვარი და მისი საფლავიც,თუმცა იქ არაფერი იყო მითითებული იმ ფაქტზე,რაც ამ ისტორიის სინამდვილეს დაადასტურებდა. 1860 წელს, აღნიშნული ლეგენდის უმთავრესი გმირის საფლავზე,ყველასათვის მოულოდნელად გაჩნდა შემდეგი სახის ეპიტაფია: “მარჯორი მაკკალმა იცოცხლა ერთხელ,დაიკრძალა ორჯერ”.მიუხედავად დიდი მცდელობებისა,მკვლევარებმა აღნიშნული ეპიტაფიის ავტორი მაინც ვერ იპოვეს.
ლეგენდა – “ქალი ბეჭდით”,დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ირლანდიაში. (ავტორი გენია.ჯი)