ერიხ მარია რემარკის რომანის – “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”-ს შესახებ
გენიალური გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის (1898-1970 წლები),დიდებული რომანი - “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”,გახლავთ ნაწარმოები,რომლის წაკითხვაზე დროის ხარჯვა ნამდვილად ღირს.ეს გახლავთ წიგნი,რომელსაც ძალუძს დაგვაფიქროს,შეგვძრას და მიუხედავად ომის სისასტიკისა,სიცოცხლე მოგვაწყუროს… ესაა საოცარი ნაწარმოები,რომელიც გამორჩეულია ნატიფი და გულში ჩამწვდომი სიყვარულის ისტორიით.ამ მიზეზთა გამო,მას შესაძლოა თავისუფლად ვუწოდოთ “ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიკვდილისა”,რადგან გიყვარდეს და იცოცხლო – ერიხ მარია რემარკისათვის სინონიმებია.რაღა თქმა უნდა სიცოცხლის უმთავრესი პრობლემა – სიკვდილია! მისი გადალახვა და დამარცხება,მხოლოდ სიყვარულისათვის არის შესაძლებელი.სწორედ ამ მიგნებაშია დიდი გერმანელი მწერლის – ერიხ მარია რემარკის მთელი “გენია” ჩადებული.იგი საოცარი რეალიზმითა და საოცარი დამაჯერებლობით აღწერს თავისი გმირების ტრაგიკულ ბედს. (ავტორი გენია.ჯი) მისი ეს ნაწარმოები თავისუფლად შეიძლება მოვიხსენიოთ,როგორც “ადამიანურობისა და სიყვარულის ჰიმნი”.