პაპარაცი

პაპარაცი (იტალიური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – “აბეზარ კოღოს” აღნიშნავს) – წარმოადგენს ფოტორეპორტიორს,რომელიც გადასაღებ ობიექტთან შეუთანხმებლად იღებს ცნობილი ადამიანების,მათ შორის შოუ-ბიზნესის ვარსკვლავების,პოლიტიკოსების და სხვა,საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,აღნიშნული სიტყვა დამკვიდრებული იქნა 1960 წელს,მას შემდეგ,რაც ჩვენებაში გამოვიდა დიდი იტალიელი კინორეჟისორის – ფედერიკო ფელინის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი – “ტკბილი ცხოვრება”,სადაც მთავარი როლის შემსრულებლის ჯუზეპე ამატოს მეგობრის – პაპარაცოს როლს ვალტერ სანტესო ასრულებს.პაპარაცოს გმირის პროტოტიპი დიდმა იტალიელმა რეჟისორმა,თავისივე უახლოესი მეგობრისა და ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის – ტაციო სეკიაროლისაგან აიღო (1925-1998 წლები).როგორც ფელინი ამბობდა,პირველად სიტყვა – პაპარაცო,მან იმ სკოლის მეგობრისაგან ისესხა,რომელსაც სწრაფი ლაპარაკის საოცარი უნარი გააჩნდა და რის გამოც დაარქვეს კიდეც მეტსახელად – პაპარაცო.საინტერესოა ის გარემოება,რომ XX საუკუნის დასაწყისში,იმ ფოტოგრაფებს,რომლებიც საათობით დარაჯობდნენ ცნობილ ადამიანებს,რათა მათთვის სკანდალური ან კურიოზული ჟანრის მქონე ფოტოები გადაეღოთ – “მომენტალისტებს” უწოდებდნენ და არა “პაპარაცებს”. და,მართლაც,პაპარაცების სახელთან უამრავი სკანდალური ისტორია და კურიოზია დაკავშირებული.ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალს კი,რომელიც მათ სახელს უკავშირდება,გახლვათ 1997 წლის 31 აგვისტოს საფრნაგეთის დედაქალაქ პარიზში – პრინცესა დაიანას ავტოკატასტროფისა და დაღუპვის გამომწვევი მიზეზი.ერთ-ერთი ვერსიით,პრინცესა დაიანასა და მასთან ავტომობილში მყოფი ეგვიპტელი მილიარდერის ვაჟის – დოდი ალ-ფაიედის ავტომობილის ავარიაში მოყოლა,სწორედ მათზე ადევნებული “აბეზარი” პაპარაცების გამოისობით იქნა გამოწვეული.თუმცა, 2008 წელს,სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის თანახმად,აღნიშნული ტრაგედიის მიზეზად არა პაპარაცები,არამედ ალკოჰოლის ქვეშ მყოფი ავტომობილის მძღოლი იქნა დასახელებული. (ავტორი გენია.ჯი)

ფედერიკო ფელინი (გენიალური იტალიელი კინორეჟისორი)

ტაციო სეკიაროლი (ფელინის მეგობარი ფოტოგრაფი და პაპარაცოს პროტოტიპი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>