ისრაელის სახელმწიფო – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც ისრაელის სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა (1948 წლის 14 მაისი),ქვეყანა უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.შესაძლოა ითქვას,რომ დამოუკიდებლობის პირველ წლებში ისრაელი ძალიან მოკრძალებულად და ღარიბულადაც კი ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაურიგა ისრაელის ხელისუფლებამ თავისი ქვეყნის მოქალაქეებს სპეციალური ბარათები,რომლითაც შესაძლებელი გახლდათ სხვადასხვა სახის ისეთი პროდუქტების შეძენა,რომელთა განსაკუთრებულ დეფიციტსაც განიცდიდა მოსახელეობა.ისრაელის მთავრობამ 1952 წლის მეორე ნახევარში,თითოეული მოქალაქისათვის დააწესა აუცილებელი პროდუქტების მაქსიმალური თვიური ნორმა,რომელიც ასე გამოიყურებოდა: 150 გრამი მცენარეული ზეთი; 100 გრამი ტომატის პასტა; 450 გრამი ჯემი; 50 გრამი შოკოლადი და 1 კილოგრამი შაქარი. 12 წელზე ნაკლები ბავშვებისათვის კი დამატებით 250 გრამი ბრინჯი.
ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებულ ღარიბ ქვეყანაში,მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეეძლო მსხვილი შესყიდვების წარმოების უფლება მიეცა საკუთარი თავისთვის.საინტერესოა ის გარემოება,რომ ისრაელის სახელმწიფოს ხელისუფლებამ მიზანშეწონილად მიიჩნია ქვეყნის მდიდარი მოქალაქეების ხარჯზე ღარიბ მოქალაქეებს დახმარებოდა, და მეტად საურადღებოა ისიც,რომ არც ერთ მდიდარ ისრაელის მოქალაქეს ამის გამო ელემენტარული პროტესტიც კი არ გამოუთქვამს. 1953 წელს ქვეყნის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც მდიდარი ისრაელის მოქალაქეებისათვის დაწესდა ეგრეთ წოდებული გადასახადი,სახელწოდებით – “გადასახადი ფუფუნების საგნებზე”.ფუფუნების საგნებად კი იმ პერიოდში სხვა საგნებთან ერთად მიჩნეული გახლდათ – მაცივარი,ტელევიზორი,მდიდრული ტანისამოსი და ფეხსაცმელი და ნეილონისაგან დამზადებული წინდებიც კი.მიუხედავად უმძიმესი ეკონომიკური კრიზისისა,ისრაელის სახელმწიფოში ებრაელთა ნაკადი არ წყდებოდა.მათთვის მთავარი არა ფინანსური სიძნელეები,არამედ საკუთარ მიწაზე და საკუთარ სამშობლოში ცხოვრება იყო. და შესძლო კიდეც 1950-იან წლებში მსოფლიოს ერთ-ერთმა უღარიბესმა და უამრავი მტრით გარემოცულმა ქვეყანამ,თავისი მოქალაქეების მიერ ერთმანეთის მიმართ გაწეული განუზომელი თანადგომით ისრაელის სახელმწიფოს ფეხზე დაყენება. (ავტორი გენია.ჯი)