დავიდ ბენ-გურიონი – “ეპიზოდი”

თანამედროვე ისრაელის სახელმწიფოს ლეგენდად ქცეულმა ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ქვეყნის პირველმა პრემიერ-მინისტრმა – დავიდ ბენ-გურიონმა (1886-1973 წლები),ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში დაბადებული თავისი მომავალი მეუღლე – პაულა მანბოსი,აშშ-ი ყოფნის პერიოდში გაიცნო.გაცნობისას დავიდი 30 წლის ასაკში იმყოფებოდა,ხოლო პროფესიით მედიკოსი – პაულა კი 24 წლის ასაკში.მას შემდეგ,რაც დავიდს პაულამ პალესტინაში დასახლებაზე თანხმობა განუცხადა, 1917 წლის 5 დეკემბერს ისინი შეუღლდნენ.ცნობილია,რომ ბენ-გურიონმა პაულას სიყვარული მხოლოდ დაქორწინების შემდგომ ამ სიტყვებით აუხსნა: “მე,მიყვარდი მანამ,სანამ დავქორწინდებოდით.შენ ეს კარგად იცი,მიუხედავად იმისა,რომ ადრე ეს შენთვის არასოდეს მითქვამს”.

დავიდს საკუთარი მეუღლე ძალიან უყვარდა და დიდ პატივსაც სცემდა.ანალოგიური გრძნობა გააჩნდა მის მიმართაც პაულას.საინტერესოა ის გარემოება,რომ,როდესაც ქვეყნის სიმბოლოდ მიჩნეული ბენ-გურიონი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ფუნქციებს ასრულებდა,მეუღლეს მისთვის ყოველ დღე,ზუსტად დათქმულ დროს,საკუთარი ხელით დამზადებული კერძები მიჰქონდა – ხან პრემიერის კანცელარიაში და ხანაც პარლამენტში.იმისათვის,რომ პაულა დარწმუნებულიყო მართლაც მიაწოდეს თუ არა დავიდს მის მიერ დამზადებული კერძი,იგი დიდხანს ელოდა მეუღლის კაბინეტიდან გამოტანილ ცარიელ ჭურჭელს,რის შემდეგაც კვლავაც სახლში ბრუნდებოდა. და ასე გრძელდებოდა მუდმივად,ბენ-გურიონის პირველი პრემიერობისა (1948-1953 წლები) და მეორე პრემიერობის (1955-1963 წლებში). (ავტორი გენია.ჯი)

დავიდ ბენ-გურიონი და პაულა მანბოსი

დავიდ ბენ-გურიონი ოჯახთან ერთად

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>