იცით თუ არა,რომ
1. გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებული “ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკის” საცხოვრებელი ბარაკის კედელზე,ერთ-ერთმა სიცოცხლე განაწამებმა პატიმარმა,შემდეგი სახის წარწერა დატოვა: “თუკი ღმერთი მართლაც არსებობს,მაშინ მან აუცილებლად უნდა ილოცოს იმისათვის,რათა – შევუნდო!”
2. მეკობრეების საერთაშორისო დღე,სახელწოდებით – “ილაპარაკე,როგორც მეკობრემ”,სათავეს 1995 წლიდან იღებს და ყოველი წლის 19 სექტემბერს აღინიშნება.
3. თუთისებრთა ოჯახის სუბტროპიკული მცენარის – ლეღვის ნაყოფს,ჯუნგლებში მობინადრე ცხოველების 70% მიირთმევს.
4. მესამე რაიხის ფიურერი – ადოლფ ჰიტლერი,მიუხედავად იმისა,რომ თავად იყო ჯოჯოხეთური “საკონცენტრაციო ბანაკების” დამაარსებელი,არასოდეს არ სწვევია არც ერთ საკონცენტრაციო ბანაკს. (ავტორი გენია.ჯი)
5. მსოფლიოს მასშტაბით,ყოველდღიურად 600 000 მცდელობა ფიქსირდება საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული სოციალური ქსელის – “ფესიბუკის” აქაუნთების გატეხვისა.
6. დღემდე ვერავინ გაარკვია თუ ვინ არის ავტორი წყალსადენის ხაზზე მოწყობილი წყალასაღები სვეტის ან ქუჩის მოსარწყავი ონკანის – “ჰიდრანტის” გამოგონებისა,რადგან “ბედის ირონიით”,ხანძრის ჩასაქრობად აუცილებელი მოწყობილობის პატენტი,თავად ხანძარსვე ემსხვერპლა.
7. დიდი ამერიკელი სეისმოლოგი და მიწისძვრის სიძლიერის რიცხვითი მნიშვნელობის განმსაზღვრავი – “რიხტერის სკალის” ავტორი – ჩარლზ ფრენსის რიხტერი (1900-1985 წლები),”ნუდიზმის” (მიმართულება,რომელიც ქადაგებს შიშველი სხეულის კულტს) თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.
8. დეპრესიული მიდრეკილებების მქონე ამერიკის ლეგენდარული პრეზიდენტი – აბრაამ ლონკოლნი,მუდმივად გაურბოდა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებას,რადგან ეშინოდა,რომ ერთ დღეს იარაღი მას ზიანს მიაყენებდა (და მართლაც მიაყენა… იგი მოკლული იქნა ჯოლ უილკს ბუთის მიერ იარაღის გასროლით.გასროლისას კი მკვლელმა შემდეგი სიტყვები წამოიძახა: “ასეთია ტირანების ხვედრი”). – (ავტორი გენია.ჯი)
9. გენიალურ ფიზიკოს-თეორიტიკოსს – ალბერტ აინშტაინს, 75 წლის იუბილეზე ულამაზესი თუთიყუში აჩუქეს.მან თუთიყუშს ბევრი ანეკდოტი ასწავლა და როდესაც ცუდ ხასიათზე დადგებოდა ხოლმე,ყურს უგდებდა მის მიერ მოყოლილ ანეკდოტებს,რაც ძალიან ეხმარებოდა გუნება-განწყობილების გამოკეთებაში.
10. მეცნიერების დასკვნით,ენოტისებრთა ოჯახის გასაოცარი ძუძუმწოვარა ცხოველი – პანდა,დედამიწაზე,პირველად,დაახლოებით 2 – 3 მილიონი წლის წინათ გაჩნდა.