ართურ უესლი ველინგტონი – “ეპიზოდი”
გაერთიანებულის სამეფოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მთავარსარდალი – ართურ უესლი ველინგტონი (1769-1852 წლები),რომელმაც ვატერლოოსთან გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა ნაპოლეონ ბონაპარტის ფრანგული არმია,სანამ პრემიერ-მინისტრად იქნებოდა არჩეული,ავსტრიის დედაქალაქ ვენას ეწვია.საინტერესოა ის გარემოება,რომ ვენის სასტუმროში დაბინავებულ ველინგტონს,როდესაც ფრანგი ოფიცრები დაინახავდნენ,დემონსტრაციულად შეაქცევდნენ ხოლმე ზურგს,რის გამოც სასტუმროს მეპატრონე ქალბატონმა ართურს მოუბოდიშა.
- არა უშავს,ქალბატონო,მათი ზურგები მე დიდი ხნის წინათ მაქვს ნანახი, – მიუგო ღიმილით დიდმა ბრიტანელმა მთავარსარდალმა,რომელსაც რაღა თქმა უნდა,მხედველობაში,ვატერლოოს ბრძოლის ველიდან გაქცეული ფრანგი ოფიცრები ჰყავდა. (ავტორი გენია.ჯი)