სადეგ ჰედაიატი
სადეგ ჰედაიატი - დაიბადა 1903 წლის 17 თებერვალს,ირანის დედაქალაქ თეირანში.იგი წარმოადგენდა დიდ ირანელ მწერალს,ფილოლოგსა და საზოგადო მოღვაწეს.
წარმომავლობით სადეგი მდიდარი,არისტოკრატული ოჯახიდან გახლდათ.შესაბამისად მისი განათლებისათვის ოჯახს თანხები არ დაუზოგავს და მანაც ირანის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო განათლება.მათ შორის თეირანის უნივერსიტეტში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კი გაემგზავრა ევროპაში განათლების გასაღრმავებლად და სწავლა განაგრძო ბელგიისა და საფრანგეტის უნივერსიტეტებში (1926-1930 წლები).სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მის მიერ დაწერილი პირველი თხზულებების კრებული,სახელწოდებით “ცოცხლად დამარხულები”.ამავე დროს იგი ინტერესდება ირანული ფოლკლორით,ისტორიითა და დასავლური ლიტერატურით.მის შემოქმედებაზე გარკვეულწილად გავლენა იქონია,სადეგის ისეთმა საყვარელმა მწერლებმა,როგორებიც გახლდენენ – ედგარ ალან პო,გი დე მოპასანი,ანტონ ჩეხოვი,ფრანც კაფკა და რაინერ მარია რილკე.1932 წელს ქვეყნდება,სადეგის შემდგომი თხზულებების კრებული,სახელწოდებით “სამი წვეთი სისხლი”.1933 წელს აქვეყნებს მოთხრობების კრებულს “შუქჩრდილები”.მისივე ინიციატივით ითარგმნება სპარსულ ენაზე მრავალი დასავლელი ლიტერატორის შემოქმედება.1950 წელს მიემგზავრება პარიზში,სადაც გარკვეული პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე ვარდება დეპრესიაში და ანადგურებს მის რამდენიმე ნაწარმოებს.ამავე პერიოდში კი 1951 წლის 9 აპრილს თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს (აირით მოიწამლა თავი).გარდაცვალების შემდგომ იგი,როგორც დიდი ლიტერატორი დაკრძალულ იქნა პარიზის ცნობილ პერ-ლასეზის სასაფლაოზე.გარდა ზემოთჩამოთვლილი ნაწარმოებებისა,მის კალამს ეკუთვნის დრამა “პარვინი,სასანას ქალიშვილი”. (ავტორი გენია.ჯი) ესეები – “ომარ ხაიამის რუბაიათები”,”ადამიანი და ცხოველი” და სხვა ნაწარმოებები.სადეგ ჰედაიატი დღემდე მიიჩნევა თანამედროვე ირანული ლიტერატურის თვალსაჩინო წარმომადგენლად.