“სატურნალია” – (ეპიზოდი)
ძველი რომაელები,მინდვრის სამუშაოების დასრულების შემდეგ,ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების ღმერთის – სატურნისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს,სახელწოდებით - “სატურნალიას” აწყობდნენ.თავდაპირველად,აღნიშნული დღესასწაული ყოველი წლის 17 დეკემბერს იმართებოდა,თუმცა მოგვიანებით მისი აღნიშვნა 23 დეკემბერს დაიწყეს. (ავტორი გენია.ჯი) სატურნალია იწყებოდა რომის ფორუმში განთავსებული ერთ-ერთი უძველესი – სატურნის ტაძრის ტერიტორიაზე,მსხვერპლშეწირვით,რის შემდეგაც ეწყობოდა რელიგიური ნადიმი.ამავე დღეს აკრძალული გახლდათ სიკვდილმისჯილების მოკვდინება,იხურებოდა სკოლები და ყოველი პროფესიის ადამიანისათვის ცხადდებოდა უქმე დღე.საინტერესოა ის გარემოება,რომ სწორედ სატურნალია გახლდათ ერთადერთი დღე მთელი წლის განმავლობაში,როდესაც მონებს უფლება ეძლეოდათ თავიანთი ბატონების მიერ გაშლილ სუფრაზე მათთან ერთადვე ესადილათ და მოელხინათ.გარდა ამისა,მათ უწესდებოდათ სპეციალური შეღავათები: თავისუფლდებოდნენ დაწესებული შრომისაგან და უფლება ენიჭებოდათ თავზე დაეხურათ ეგრეთ წოდებული pilleus-ი,რაც “განთავისუფლების” სიმბოლოსთან ასოცირდებოდა.”სატურნალიის” დასრულების შემდგომ კი,ცხოვრება რომში,კვლავაც ჩვეულებრივ რიტმში გრძელდებოდა. (ავტორი გენია.ჯი)