ვაჟა-ფშაველას ნააზრევი…

1. “მართალია,განათლებამ,ცივილიზაციას რომ ვეძახით,სწორედ საკვირველი მოქმედება გამოიჩინა სხვადასხვა ასპარეზზე,ხოლო ზნეობის სამფლობელოისა კი რა მოგახსენოთ.არაო,მეტყვიან, – ზნეობრივადაც ბევრად წინ წავიდა კაცობრიობაო.შეიძლება,არც ამაზე აგიხირდებით,ხოლო მე კი იმას ვიტყვი,რომ ამ მხრივ იგი ისევ პირუტყვად დარჩა,დარჩა კი არა,პირუტყვთა საერთო,საყოველთაო თვისება,რომელსაც გრძნობა თავის დაცვისა ჰქვიან,უფრო ძლიერადა სჩქეფს დღეს მის გულში.ეს იქნება არც დასაძრახისი იყოს და განათლებას უნებლიედ თან სდევდეს”.

2. “მე რომ მკითხოთ,როგორც ბევრად თუ ცოტად მცოდნეს მდაბიო ხალხის და ჩვენი ცხოვრებისა, – რომელი უფრო სინდისიერად ასრულებს თავის მოწოდებას თუ მოვალეობას,უკანასკნელი გლეხი თუ თავმომწონე რომელიმე ინტელიგენტიო? გლეხი-მეთქი,გიპასუხებთ.ამით,ღმერთმა დამიფაროს,სწავლა-განათლების მგმობელი ვიყო,არა,მაგრამ ასეა დღეს და მოდი რას იზამ”.

3. “მეცნიერება,სხვათა შორის,სამს საშუალებას აღიარებს ერის საბედნიეროდ: ქონებისა სწორედ,სამართლიანად განაწილება,გავრცელება ცოდნისა და გამრავლება ერისა”.

4. “რა ჭკუაა,ხალხი თავს იხოცავდეს ნებაყოფლობით მხოლოდ იმიტომ,რომ მის თავზე მომბრუნავი ყვავ-ყორნები თავის ლეშით გააძღოს – ჰშიანთ საწყლებს,გაძღნენო?!” – (ავტორი გენია.ჯი)

5. “ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა”.

6. “გენიოსს არ შეუძლიან იგრძნოს ეს ცხოვრება ნახევრად,მესამედად ან მეოთხედად,არამედ ჰგრძნობს მთლად,ერთობლივ; არ შეუძლიან აგრედვე იგრძნოს დაბალი,მცირე ღირსების საკითხები,რომლებიც დაახლოვებულნი არ არიან კაცობრიობის ცხოვრების ღერძთან”.

7. “როგორ შეიძლებოდა,თქვენვე იფიქრეთ,რუსთველს მონგოლურად ან არაბულად ეფიქრა,ეგრძნო და ისე დაეწერა “ვეფხისტყაოსანი”!

8. “მაგარი ის არის,რომ მგლებს ისე არ ესაჭიროებათ ერთობა,როგორც ცხვრებს,რადგან თვითეულს მგელს საკმაო ძალა აქვს ცხვრებთან საბრძოლველად, – ძალა,რასაკვირველია ფიზიკური,რომელსაც ისინი ხმარობენ ცხვრებზე.ცხვრების ძლიერება კი ერთადერთი ზნეობრივი ძალაა”…

9. “ჩვეულებას ცოდნა ვერ ერევა”.

10. “ბოროტი არ იბადება არასდროს კაცი.მის გაბოროტებაში გაზდელი,მშობლები,თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>