უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXVI”

დღეს ჩემი ლექსი რომ არ მართავს კეკლუც საუბარს,

რომ ვერვინ ხედავს მის წიაღში ჟამთა ცვლილებას,

დროის ცდუნებას იერითაც მხარს რომ არ უბამს

და ახალ-ახალს რომ არ იძენს გამოცდილებას.

* * *

რომ არ ყოყოჩობს ჩემი წიგნის არცერთი გვერდი

ნაირნაირად მოკაზმული უცხო სახელით,

რომ დღენიადაგ იგივეს ვწერ,სულ რასაც ვწერდი,

რომ წუთისოფელს ვხედავ ძველი გადასახედით.

* * *

ეს იმიტომ,რომ შენ მიყვარხარ! რომ შენ ხარ მარად

მუზა,რომელმაც ძველი გრძნობა ახალს არჩია,

ვერ შევიყვარებ ვერასოდეს ვისაც სხვაგვარად,

ვინც სტრიქონებით თვალთმაქცობას გადამაჩვია.

* * *

და როგორც მზისთვის ახალი დროც ძველი ჟამია,

მეც ვიმეორებ,ერთხელ გულით რაც ნათქვამია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>