გალინა ბენისლავსკაიას შესახებ…
გალინა ბენისლავსკაია (1897-1926 წლები) – წარმოადგენდა ცნობილი რუსი პოეტის – სერგეი ესენინის მეგობარ ქალს,პირად ლიტერატურულ მდივანს,ჟურნალისტსა და ავტორს ესენინის მოგონებების შესახებ. 1920 წლის დასასრულს ბენისლავსკაიამ და ესენინმა ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გაიცნეს.მალევე ისინი დამეგობრდნენ და რამდენიმე ხნის მანძილზე ერთადაც ცხოვრობდნენ ბინაში.ბენისლავსკაია თითქმის ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ესენინის პირადი ლიტერატურული მდივანი და სწორედ იგი აწარმოებდა სხვადასხვა რედაქციებთან მოლაპარაკებებს იმის შესახებ,რომ მათ პოეტის შემოქმედება გამოექვეყნებინათ.დროთა განმავლობაში იგი უზომოდ შეყვარებული გახდა ესენინზე. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სერგეის მეგობრები ამბობდნენ,გალინა დროთა განმავლობაში ესენინის ყველაზე ახლო მეგობრად იქცა. 1921 წელს სერგეიმ გაიცნო ცნობილი ამერიკელი მოცეკვავე ქალი აისედორა დანკანი,რის შემდეგაც მან გალინას ბინა დატოვა,რადგან აისედორაზე იქორწინა.თუმცა აღნიშნული ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა.აღნიშნულმა ფაქტმა,საყვარელი მამაკაცისაგან მიტოვებულ ქალს ნერვული შეტევა დამართა და იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულმა დეპრესიაში ჩავრადნილმა გალინამ,ესენინის დაკარგვაში სერგეის მეგობრები და და – ეკატერინე დაადანაშაულა.იგი ამბობდა,რომ სწორედ ისინი ცდილობდნენ წლების განმავლობაში მათი ურთიერთობის გაწყვეტას,რასაც საბოლოო ჯამში მიაღწიეს კიდეცო.თუმცა,მოულოდნელად,უცხოეთიდან დაბრუნებული მწერალი კვლავაც გალინას დაუბრუნდა და მასთანვე დარჩა საცხოვრებლად.მიუხედავად ამისა, 1925 წელს წყვილის ურთიერთობა საბოლოოდ გაწყდა,რადგან ესენინი სხვა ქალზე – სოფია ტოლსტაიაზე (ლევ ტოლსტოის შვილილიშვილი) დაქორწინდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ იგი იდუმალ ვითარებაში გარდაცვლილი ესენინის დაკრძალვას არ დასწრებია.თუმცა,მისი საყვარელი მამაკაცის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე (1926 წლის 3 დეკემბერს),სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი გალინა ბენისლავსკაია,მალულად ავიდა მოსკოვში განთავსებულ ვაგანკოვსკის სასაფლაოზე,სადაც დაკრძალული იყო ესენინი და მის საფლავზევე იარაღის გასროლის შედეგად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.უბედურმა ქალმა კი,სუიციდის ჩადენამდე,თავისი უსაყვარლესი მამაკაცის საფლავზე შემდეგი სახის წერილი დატოვა: “ამ საფლავში ჩემთვის ყველაფერი განსაკუთრებით ძვირფასია”… (ავტორი გენია.ჯი)
სერგეი ესენინი და აისედორა დანკანი
სერგეი ესენინი და სოფია ტოლსტაია