ჯეიმზ კამერონი – “ეპიზოდი”
1997 წელს გენიალური კანადელი კინორეჟისორის,პროდიუსერისა და სცენარისტის - ჯეიმზ კამერონის მიერ გადაღებული იქნა საყოველთაოდ ცნობილი მხატვრული ფილმი – “ტიტანიკი”,სადაც წარმოდგენილია ტრაგიკულად დაღუპული გემის – “ტიტანიკის” და მისი მგზავრების უკანასკნელი ეპოპეა.ცნობისათვის,ფილმში მოყვანილი მთავარი გმირების – ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის ისტორია სინამდვილეს არ შეეფერება და იგი თავად რეჟისორის მიერ იქნა გამოგონებული.აღნიშნულ პოსტში თქვენს ყურადღებას ფილმის იმ მომენტზე შევაჩერებ,სადაც ლეონარდო დი კაპრიოს გმირი – ჯეკი,შიშველი როუზის სურათს ხატავს.საინტერესოა ის გარემოება,რომ როუზის ეს სურათი არა რომელიმე ცნობილი მხატვრის მიერ იქნა დახატული,არამედ მისი ავტორი,თავად “ტიტანიკის” კინორეჟისორი – ჯეიმზ კამერონია და სწორედ მისი ხელი ჩანს ფილმის კადრებში სურათის დახატვის დროს.ეს ფაქტი კი მიუთითებს იმაზე,რომ ჯეიმზ კამერონი არა მარტო დიდი კინორეჟისორული ნიჭით არის დაჯილდოებული,არამედ შესანიშნავი ხატვის ნიჭითაც გამოირჩევა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯეიმზ კამერონი ხატავს როუზს (კადრი ფილმიდან – “ტიტანიკი”)
ჯეიმზ კამერონის მიერ დახატული როუზი (კინოფილმიდან – “ტიტანიკი”)