ედნა სენტ ვინსენტ მილეი
ედნა სენტ-ვინსენტ მილეი - დაიბადა 1892 წლის 22 თებერვალს მენის შტატის ქალაქ როკლენდში (ამერიკის შეერთებული შტატები),მედიკოსისა და მასწავლებლის ოჯახში.იგი წარმოადგენდა იმ დიდ ამერიკელ პოეტ და დრამატურგ ქალს,რომელიც პირველი ქალი გახდა ისტორიაში,რომელსაც მიენიჭა “პულიცერის ლიტერატურული პრემია” პოეზიაში.აღსანიშნავია ისიც,რომ ედნა დღემდე მიჩნეულია ამერიკაში,XX საუკუნის საუკეთესო და აღიარებულ პოეტ ქალად.(ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ ედნას დედას სამსახური ეპოვა (უმამოდ აღიზარდა),ქალიშვილთან ერთად ბევრს მოგზაურობდა ქალაქიდან ქალაქში.ამავე დროს იგი ცდილობდა მისთვის ლიტერატურის სიყვარული ბავშვობიდანვე შთაენერგა.სწავლა კემდენეს კოლეჯში დაიწყო,რა დროსაც 15 წლის ასაკში იწყებს მისი პირველი ლექსების გამოქვეყნებას.1912 წელს აქვეყნებს ლექსს,სახელწოდებით “Renascence”,რომელმაც “ამერიკის წლის საუკეთესო ლექსის” ლიტერატურულ კონკურსზე მეოთხე ადგილი მოიპოვა.აღნიშნულმა ფაქტმა კი დიდი სკანდალი გამოიწვია,რადგან ედნას ლექსს ყველა პირველ ადგილს უწინასწარმეტყველებდა.კონკურსში გამარჯვებულმა კი “ალალად” აღიარა,რომ არ იმსახურებდა პირველ ადგილს და პრიზსაც უხალისოდ ეუფლებოდა.ამ ისტორიის შემდგომ პოეტის სახელი საყოველთაოდ ცნობილი გახდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. (ავტორი გენია.ჯი) მისმა პოეზიამ იმდენად მოხიბლა ერთ-ერთი ცნობილი და მდიდარი ამერიკელი ქალი კეროლაინ დოუ,რომ კოლეჯის ერთი წლის შესატანი თანხა,თავად დაუფარა.მას შემდეგ,რაც ედნამ კოლეჯი დაამთავრა,1917 წელს ნიუ-იორკში გაემგზავრა.იქ იგი ბოჰემური ცხოვრების წესით ცხოვრობდა.1923 წელს ქვეყნდება მისი ლექსების კრებული,სახელწოდებით – “Harp-Weaver and other poems”,რომელმაც განსაკუთრებული აღიარება მოუტანა მას და ისტორიაში ხდება პირველი ქალბატონი,რომელსაც “პულიცერის პრემია” გადაეცა.განსაკუთრებული ოსტატი გახლდათ სონეტების და ბალადებისა.წერდა პატრიოტული ჟანრის ლექსებს.როგორც ერთ-ერთი კრიტიკოსი “ლოს-ანჯელეს ტაიმსისა” – მერლ რუბინი აღნიშნავდა,ედნას ლექსებმა უფრო დიდი როლი ითამაშა დემოკრატიის განვითარებაში,ვიდრე ეზრა პაუნდის ლექსებმა ფაშიზმის დაცვაში.1943 წელს ედნას მიენიჭა “რობერტ ფროსტის პრემია”,პოეზიაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.ედნა სენტ-ვინსენტ მილეი გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად,1950 წლის 19 ოქტომბერს,ნიუ-იორკის შტატში,მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ.სიკვდილის მიზეზად კი გამოძიებამ მისი კიბიდან ვარდნა დაასახელა.მისი ლექსები კი დღემდე დიდ მოწონებას იწვევს პოეზიის მოყვარულებში. (ავტორი გენია.ჯი)