ნიკოლოზ II – “ეპიზოდი”
რუსეთის იმპერიიის უკანასკნელ იმპერატორს 1896-1917 წლებში – ნიკოლოზ II-ს (1868-1917 წლები),რომელიც ბოლშევიკების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად იქნა დახვრეტილი ეკატერინებურგში მდებარე იპატიევის სახლში,საშინლად სძულდა კატები. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,იგი ნადირობის დიდი მოყვარული მონარქი იყო და ხშირადაც დადიოდა ქვეშევრდომებთან ერთად სანადიროდ.თუმცა ისიც არის ცნობილი,რომ ნიკოლოზი არა მარტო გარეულ ცხოველებსა და ფრნიველებზე ნადირობდა უღრან ტყეებში,არამედ კატებზედაც დიდი შემართებით ნადირობდა.საინტერესოა ის,რომ საიმპერატორო სასახლის კარზე მომსახურე კარისკაცებს თავად იმპერატორისაგან ჰქონდათ დავალებული,რომ ეწარმოებინათ სპეციალური ჟურნალი,სადაც ზუსტად იქნებოდა დაფიქსირებული მის მიერ მონადირებული არა მარტო გარეული ცხოველები და ფრინველები,არამედ კატებიც.აღნიშნული ჟურნალიდან ვგებულობთ,რომ რუსეთის იმპერიის იმპერატორსა და ავტოკრატს სრულიად რუსეთისა (ნიკოლოზის ოფიციალური ტიტული),კატებზე ყველაზე “წარმატებული” ნადირობის სეზონი 1902 წელს ჰქონია.იმ წელიწადს,მონარქმა საკუთარი ხელით – 1 322 კატა გამოასალმა წუთისოფელს. (ავტორი გენია.ჯი)