ჩარლზ რობერტ დარვინი – “ეპიზოდი”
1831 წელს პორტში ბრიტანულ აფრებიან სამხედრო ხომალდს – “HMS Beagle”-ს,მოკრძალებულად შემოსილი ახალგაზრდა ყმაწვილი ეწვია და გემის მესამე რანგის კაპიტანთან – რობერტ ფიც როისთან აუდიენცია ითხოვა.აუდიენციისას,ახალგაზრდამ კაპიტანს განუცხადა,რომ იგი მეცნიერი და ნატურალისტი იყო,რის გამოც მათთან ერთად სურდა კვლევით ექსპედიციაში გამგზავრება.რობერტ ფიც როიმ,როდესაც ახალგაზრდა სწავლულის თხოვნა მოისმინა,ირონიულად ჩაიღიმა,თუმცა ერთ-ერთ ბოცმანს მაინც დაუძახა და აგდებულად უთხრა: “სადმე,ბნელ კაიუტაში მიუჩინეთ ადგილი და თავისი წიგნები იქ დაწეროსო”. 1931 წლის 27 დეკემბერს ხომალდი ”HMS Beagle” ინგლისის პორტიდან გავიდა და სამხრეთ ამერიკაში,ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში მოგზაურობის შემდეგ, 1836 წლის 2 ოქტომბერს ინგლისს დაუბრუნდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იმავე პერიოდიდან გახდა საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ინგლისური ათ-ზარბაზნიანი სამხედრო ხომალდი ”HMS Beagle”,რადგან მის ბორტზე ზემოაღნიშნული ექსპედიციისას იმყოფებოდა ის ახალგაზრდა ყმაწვილი ნატურალისტი,რომლის სახელი და გვარი - ჩარლზ რობერტ დარვინი (1809-1882 წლები) იყო, და რომელმაც,სწორედ ამ ექსპედიციის შემდეგ დაწერა ის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები,რომელმაც არა მარტო მას მოუტანა მსოფლიოში დიდი მეცნიერის სახელი,არამედ იმ ხომალდსაც,რომლის მეშვეობითაც იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ბრიტანულმა ხომალდმა ”HMS Beagle”-სმა თავისი არსებობის მანძილზე ოთხ კვლევით ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა,რის შემდეგაც 1870 წელს გაიყიდა,ხოლო ბოლოს კი განადგურებული იქნა. (ავტორი გენია.ჯი)
ბრიტანული იალქნიანი სამხედრო ხომალდი – “HMS Beagle”
განადგურებისათვის განწირული - ”HMS Beagle”
ბრიტანული სამხედრო ხომალდის “HMS Beagle”-ის მესამე რანგის კაპიტანი – რობერტ ფიც როი