მაქსიმილიან რობესპიერი – “ეპიზოდი”
“მოუსყიდავის” სახელით ცნობილი დიდი ფრაგული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი,რევოლუციის მტრების წინააღმდეგ მიმართული უსასტიკესი ტერორის შემოქმედი და ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი - ფრანსუა მარი ისიდორ დე რობესპიერი (1758-1794 წლები),პარიზში მდებარე კაფე – “რეჟანსის” ხშირი სტუმარი გახლდათ.აღნიშნულ კაფეში ერთ-ერთი ვიზიტის დროს,მაგიდასთან მარტო მჯდომი რობესპიერის პირისპირ ახალგაზრდა სიმპათიური გარეგნობის მქონე გოგონა მის დაუკითხავად დაჯდა და მაგიდაზე დადებული ჭადრაკის ქვები დადგენილი წესის მიხედვით განალაგა საჭადრაკო დაფაზე.პირველი სვლაც სწორედ მან გააკეთა.მაქსიმილიანმა,ინსტიქტურად,საპასუხო სვლა გააკეთა და გაჩაღდა კიდეც მათ შორის საჭადრაკო ორთაბრძოლა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ რობესპიერი საკმაოდ კარგად ფლობდა საჭადრაკო ხელოვნებას,პირველი პარტის დათმობა მაინც მოუწია… დათმო მეორე და მესამე პარტიებიც…
- თქვენ კაფე “რეჟანსში” დადგენილ წესებს იცნობთ, – ჰკითხა მაქსიმილიანმა გოგონას.
- ვიცნობ, – იყო პასუხი.
- თუკი იცნობთ,მაშინ ვალდებული ხართ დაასახელოთ თქვენი სურვილი.
- ერთი ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნება.მე მოგიგეთ მისი თავი და მეკუთვნის კიდეც, – თვალი თვალში დაჟინებით გაუყარა გოგონამ საფრანგეთის უმაღლეს ხელისუფალს.
რობერსპიერმა უმალვე მოითხოვა საწერ-კალამი და ფურცელი,რის შემდეგაც დაწერა ბრძანება კონსერ-ჟერის ციხიდან ერთ-ერთი სიკვდილმისჯილი ფრანგი თავადის განთავისუფლების შესახებ.საინტერესოა ის გარემოება,რომ უცილობელი სიკვდილით დასჯას გადარჩენილი ახალგაზრდა ფრანგი თავადი,მაქსიმილიანის საჭადრაკო დუელში დამმარცხებელი ქალის საქმრო გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი)