ევგენი III – “ეპიზოდი”
1147 წელს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპის ევგენი III-ს (1080-1153 წლები) ვიზიტის დროს,ერთი მეტად საინტერესო და საყურადღებო მოვლენა დაფიქსირდა.კერძოდ,რომის იტალიელი პაპის (ერისკაცობაში – ბერნარდო პაგანელის) პარიზში ვიზიტი დაემთხვა პარასკევ დღეს.როგორც წესი,ქრისტიანები ამ დღეს მკაცრად იცავენ მარხვას.თუმცა ევგენი III-მ მიიღო მეტად უცნაური გადაწყვეტილება: იმისათვის,რომ პარიზელებს “ღირსეულად” აღენიშნათ მათ ქალაქში რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელის ვიზიტი,ბრძანა… პარიზელებს პარასკევი დღე ხუთშაბათ დღედ მიეჩნიათ.შესაბამისად,ქრისტიანული მრწამსის მატარებელ პარიზელებს საშუალება მიეცათ მიეღოთ ისეთი სახის საკვები და ალკოჰოლური სასმელები,რომელთა მიღებისგანაც მარხვის დროს თავს იკავებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)