ალფონს მარი ვენსან დოდე – “ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერლის,დრამატურგისა და დიდებული რომანების ციკლის “ტარტარენ ტარასკონელი”-ს ავტორი - ალფონს დოდეს (1840-1897 წლები) ვაჟს – ალფონს მარი ვენსან დოდეს (1867-1942 წლები), 1924 წელს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს.მისი 14 წლის ვაჟიშვილი – ეფიერ ფილიპ დოდე, 1924 წელს საფრანგეთში განვითარებული ანარქიზმის ფონზე,მეტად საეჭვო ვითარებაში იქნა გარდაცვლილი.მის გარდაცვალებას,საფრანგეთის სამართალდამცველმა ორგანოებმა თვითმკვლელობის კლასიფიკაცია მიანიჭეს და საქმე დახურეს,რამაც ალფონსის გამოძიებისადმი უნდობლობა დაბადა. (ავტორი გენია.ჯი) იგი მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალს საფრანგეთის იმ დროინდელ ხელისუფლებას სდებდა და აცხადებდა,რომ ეს საშინელი აქტი არა სუიციდი,არამედ მკვლელობა გახლდათ.შვილმკვდარი მამა,ქვეყნის მმართველებს – მძრაცველთა და მკვლელთა მფარველობასა და მათ ლიდერობაში სდებდა ბრალს.როგორც რიგი წყაროები ირწმუნებიან,სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ხედვებით გამორჩეულმა ფრანგმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა,პუბლიცისტმა და მემუარისტმა – ალფონს მარი ვენსინ დოდემ,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა გერმანელ ფაშისტებთან. (ავტორი გენია.ჯი)
გენიალური ფრანგი მწერალი – ალფონს დოდე
ეფიერ ფილიპე დოდე