ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი – “ეპიზოდი”

დიდი ფრანგი მხატვრის,გრაფიკოსისა და XIX საუკუნის ევროპული აკადემიზმის უპირობო ლიდერის – ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრის (1780-1867 წლები) პერსონალური გამოფენის დროს,რიგითი დამთვალიერებელი საკმაოდ დიდხანს იდგა ენგრის ერთ-ერთ სურათთან და მონუსხული შეჰყურებდა მას.ფრანგმა მხატვარმა შეამჩნია ეს ფაქტი და უმალვე მისკენ გაემართა.

- ვფიქრობ,რომ თვით რაფაელ სანტსაც კი არ შეეძლო ისეთი ულამაზესი პორტრეტის შექმნა,როგორიც ეს არის, – გადაულაპარაკა ტილოს ავტორს უცნობმა დამთვალიერებელმა.

- მე არავის მივცემ უფლებას,ასეთი სახელები წარმოთქვას ჩემი ნამუშევრების წინაშე! რაფაელი ღვთაებრივი ადამიანი გახლდათ.მე – არაფერს წარმოვადგენ ისეთი კოლოსალური მხატვრის გვერდით,როგორიც ის იყო , – წარმოთქვა გაბრაზებულმა დომინიკმა.თუმცა იქვე ირონიულად გაეღიმა და მრავალმნიშვნელოვნად დაამატა: – რაც შეეხება თანამედროვე ეპოქის მხატვრებს – ეს უკვე სხვა საქმეა!”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>