ფაინა რანევსკაია – “ეპიზოდები”
იუმორის საოცარი უნარით დაჯილდოებულ ებრაული წარმომავლობის მქონე კინოსა და თეატრის დიდ საბჭოთა მსახიობ ქალს – ფაინა რანევსკაიას (1896-1984 წლები),ძალიან უყვარდა შინაური ცხოველები და სახლში ჰყავდა კიდეც რამდენიმე კატა და ძაღლი.ერთ დღეს მან მეგობარს ხუმრობით უთხრა: “წარმოიდგინე,ჩემი ძაღლი ჩემზე ბევრად უკეთესადაც კი ცხოვრობს! სულ ახლახანს მას მომვლელი ავუყვანე და ეს მაშინ,როდესაც თავად მეც კი არა მყავს მომვლელი.ესე იგი გამოდის,რომ,ის ცხოვრობს,როგორც სარა ბერნარი,მე კი,როგორც – სენბერნარიო”.
* * *
ერთ-ერთი სპექტაკლის დასრულების შემდეგ,მისი თამაშით აღფრთოვანებული მაყურებელი ფაინასთან მივიდა და ჰკითხა:
- ამხანაგო რანევსკაია,ბოდიშით ასეთი კადნიერი შეკითხვისათვის,თუმცა მაინც უნდა გკითხოთ: რამდენი წლის ბრძანდებით?
- შაბათს 115 წელი შემისრულდება, – გაეხუმრა რანევსკაია.
მამაკაცი მცირეოდენი ხნით ჩაფიქრდა და შემდგომ სრული სერიოზულობით განაცხადა: “აი,ეს მესმის! 115 წლის ასაკში იყო ადამიანი და ასე შეასრულო სცენაზე როლი,მართლაც წარმოუდგენელი რამ არისო”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ერთ დღეს,რანევსკაიამ მეგობრები სტუმრად მიიწვია,თუმცა გააფრთხილა,რომ მისი სახლის კარზე ზარი არ მუშაობდა:
- როდესაც მოხვალთ,კარებზე ფეხებით დააკაკუნეთ.
- რატომ ფეხებით? – ჰკითხეს გაკვირვებულმა მეგობრებმა.
- როგორ თუ რატომ?! როდესაც ადამიანთან სტუმრად მიდიხართ ცხადია,რომ ხელცარიელი არ იქნებითო, – უპასუხა ფაინამ.
* * *
ერთ დღეს,ფაინა რანევსკაია,თავის მეგობართან და ასევე ცნობილ მსახიობთან – ვერა მარეცკაიასთან ერთად ტვერის ქუჩაზე მიდიოდა.გზად,ბრმა მოწყალების მთხოვნელი შემოხვდათ,რომელსაც ვერამ ფული მისცა.
- ის ბრმა,რომელსაც ფული მიეცი,დარწმუნებული ვარ,რომ ნამდვილად ვერ იხედება თვალებში! – უთხრა მეგობარს ფაინამ.
- შენ საიდან მიხვდი? – შეეკითხა ვერა.
- რა დიდი მიხვედრა უნდა ამას,ვერ გაიგონე,როდესაც ფული მიეცი ასე გითხრა: “გმადლობთ,ლამაზმანოო! – უპასუხა ღიმილით რანევსკაიამ მეგობარს. (ავტორი გენია.ჯი)