რატომ დასაჯეს “სიკვდილით” ქრისტეფორე კოლუმბი?!
1492 წლის 12 ოქტომბერი ერთ-ერთი უდიდესი თარიღია კაცობრიობის ისტორიაში,რადგან სწორედ ამ დღეს ესპანელმა მეზღვაურმა – როდრიგო დე ტრიანამ,პირველმა ევროპელთა შორის იხილა ამერიკის სანაპიროები. 13 ოქტომბერს იტალიური წარმომავლობის მქონე დიდი ესპანელი მეზღვაური და ექსპედიციის ხელმძღვანელი - ქრისტეფორე კოლუმბი (1451-1506 წლები),თანმხლებ პირებთან ერთად სან-სალვადორის კუნძულზე გადავიდა.სწორედ მაშინ იხილეს ევროპელებმა პირველად ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა.კოლუმბი აღაფრთოვანა ინდიელთა კეთილმა დახვედრამ და თვისებებმა,რაც თავის დღიურში ჩაწერა კიდეც: “ისინი ისეთი გულითადი ადამიანები არიან,რომ შესაძლებელია მოგეჩვენოთ,საკუთარ გულსაც კი გჩუქნიანო”.ალბათ,მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა ქრისტეფორე კოლუმბი,რომ ზუსტად 506 წლის გასვლის შემდეგ,იმ ხალხის შთამომავლები,რომელთაც იგი ასე ახასიათებდა,საჩვენებელ სასამართლოს მოუწყობდა დიდ მეზღვაურსა და ამერიკის კონტინენტის აღმომჩენს და საბოლოოდ,”სიკვდილით დასჯასაც” გამოუტანდა განაჩენად.
1998 წლის 12 ოქტომბერს,ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ჰონდურასის რესპუბლიკის დედაქალაქის – ტეგუსიგალპას ცენტრალურ მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. (ავტორი გენია.ჯი) თავყრილობის მიზეზი გახლდათ ის,რომ უნდა აღსრულებულიყო ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი “უსასტიკესი დამნაშავის” სიკვდილით დასჯა.
ჰონდურასის სასამართლო სამი თვის განმავლობაში განიხილივდა ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმეს.დიდი კვლევა-ძიების შედეგად,ჰონდურასულმა მართლმსაჯულებამ,”ბრალდებულს” ბრალი დუმტკიცა ისეთ ამაზრზენ დანაშაულებებში,როგორებიცაა – ადამიანების გატაცება,კულტურული მემკვიდრეობის გაძარცვა-განადგურება,სექსუალურ ძალადობა,დასავლეთ ნახევარსფეროში მაცხოვრებელი ხალხების წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებული აგრესია,ინდიელების დამონება,მასობრივი მკვლელობები,წამებები,ადგილობრივთა ტრადიციების განადგურება და ფეხ-ქვეშ გათელვა,ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების კონტრაბანდა და გენოციდი.დანაშაულებების დამამტკიცებელ ფაქტებად კი მოყვანილი იქნა უამრავი ისტორიული დოკუმენტი და წიგნი. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა ადგილობრივი შამანების მიერ სპირიტული სეანსის შედეგად დაკითხული გარდაცვლილი ინდიელების სულები.სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ აღიარა წარდგენილ თითოეულ პუნქტში და მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ჰონდურასში 1998 წლის 12 ოქტომბერს გამართული ზემოაღნიშნული მოვლენის უმთავრესი მოქმედი პირი და “დამნაშავე” – ქრისტეფორე კოლუმბი გახლდათ.ჰონდურასელებმა,მხატვრებს სპეციალურად დაახატინეს კოლუმბის უზარმაზარი სურათი,რომელიც ტეგუსიგალპას მოედანზე გამოიტანეს.თავდაპირველად,”სიკვდილმისჯილი ქრისტეფორეს” სურათს ოთხი ინდიელი მიუახლოვდა და გარკვეული რიტუალის შესრულების შემდეგ მშვილდ-ისრები დაუშინა.ასეთივე ქმედება გამაყრუებელი ყვირილის ფონზე განახორციელა კიდევ 2 000-მა ადგილობრივმა მცხოვრებმა,რამაც კოლუმბის უზარმაზარი სურათის სრულიად დაცხრილვა და განადგურება გამოიწვია.
ამერიკის კონტინენტის აღმოჩენიდან ზუსტად 506 წლისა და მისი გარდაცვალებიდან 462 წლის გასვლის შემდეგ,სიკვდილით იქნა დასჯილი ამერიკის კონტინენტის აღმომჩენი – ქრისტეფორე კოლუმბი,რომელიც პარადოქსია,თუმცა ფაქტია,რომ ეძებდა ინდოეთს და აღმოაჩინა ამერიკა. (ავტორი გენია.ჯი)
ახლად გარდაცვლილი – ქრისტეფორე კოლუმბი