ვლადიმერ ვისოცკი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი რუსი მუსკოსი,მსახიობი და პოეტი – ვლადიმერ ვისოცკი (1938-1980 წლები) იგონებდა:
“ერთ საღამოს,ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვერაფრით შევძელი დაძინება.გადავწყვიტე ქუჩაში,სუფთა ჰაერზე გამესეირნა.როდესაც ქუჩაში გავედი,მოულოდნელად ახალგაზრდა ყმაწვილი მომიახლოვდა და მოწიწებით მითხრა: “თქვენი შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარ და თუ შეიძლება,ავტოგრაფი მომეცითო”.მე კი,საპასუხოდ,უკმეხად მივუგე:
” – თავიდან მომწყდი,მომცილდი”. (ავტორი გენია.ჯი)
რამდენიმე ხნის გასვლის შემდგომ,კანადის ქალაქ მონრეალში მომიწია ჩასვლა.სასტუმრო “ჰილტონში” დაბინავებულმა,აივნიდან დავინახე ჩემი უსაყვარლესი ამერიკელი მსახიობი – ჩარლზ ბრონსოსნი და გადავწყვიტე მისგან ავტოგრაფი ამეღო.უმალვე დაბლა დავეშვი და როდესაც მივუახლოვდი,ფრანგულ ენაზე მოწიწებით ვუთხარი: “თქვენი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ… თუ შეიძლება ავტოგრაფი მომეცით-მეთქი”.მან კი,ირონიულად შემომხედა და უკმეხად მიპასუხა: “თავიდან მომწყდი!” – აი,სწორედ მაშინ გამახსენდა ის ახალგაზრდა ყმაწვილი,რომელიც ანალოგიური მეთოდით მოვიცილე თავიდან და დავრწმუნდი იმაში,რომ – “ღმერთი მართლაც არსებობს!” (ავტორი გენია.ჯი)