ლუი XVI დე ბურბონი – “ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის მეფე 1774-1792 წლებში – ლუი XVI დე ბურბონი (1754-1793 წლები),ნადირობის დიდი მოტრფიალე გახლდათ.დადგენილი წესის თანახმად,როდესაც ლუი სანადიროდ მიდიოდა,მის ქვეშევრდომებს მუდმივად თან მიჰქონდათ ბუფეტი,რომელშიც ასევე მუდმივად ინახებოდა 40 ბოთლი საუკეთესო ფრანგული ღვინო.რადგანაც ლუი ღვინის მოყვარული მონარქი არ იყო,მისი დალევა ყოველთვის სხვებს უწევდათ.ერთ დღეს,ნადირობით ქანცგაწყვეტილმა მეფემ,ტრადიცია დაარღვია და ღვინის დალევა მოითხოვა.თუმცა,მზარეულებმა მოწიწებით მიუგეს,რომ ღვინო აღარ იყო.
- რატომ? – გაუკვირდა ლუის, – ბუფეტში ხომ ორმოცი ბოთლი ღვინოა?!
დიახ,ასეა,თქვენო უდიდებულესობავ,მაგრამ ორმოცივე თქვენმა ერთგულმა ქვეშევრდომებმა დალიეს და შესაბამისად ორმოცივე ბოთლი ცარიელია, – უპასუხეს დე ბურბონს.
- რადგანაც ასეა,მომავალში კეთილი ინებეთ და ორმოცი ბოთლი ღვინის ნაცვლად,ყოველთვის ორმოცდაერთი ბოთლი ღვინო წამოიღეთ! – უბრძანა ნირწამხდარ ქვეშევრდომებს ლუიმ.
…და მას შემდეგ,მართლაც,როდესაც ლუი XVI სანადიროდ წავიდოდა,ქვეშევრდომებს მუდმივად 41 ბოთლი ფრანგული ღვინო მიჰქონდათ თან,საიდანაც ერთი მეფის “პირადი საკუთრება” იყო,რომელსაც ხელს არასდროს არავინ აკარებდა. (ავტორი გენია.ჯი)