მიხეილ გელოვანი – “ეპიზოდი”

გამოჩენილმა ქართველმა მსახიობმა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა - მიხეილ გელოვანმა (1892-1956 წლები),განსაკუთრებული პოპულარობა,სტალინის როლების შესანიშნავი განსახიერებით მოიპოვა.მან,ბელადის სახე განასახიერა ფილმებში – “ფიცი”,”ციმბირელები”,ვალერი ჩკალოვი” და სხვა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მიხეილი გრმიში ძალიან ჰგავდა სტალინს და მის მანერებსაც შესანიშნავად ფლობდა.ერთ დღეს,მიხეილ გელოვანი და რუსი მსახიობი – მაქსიმ შტრაუხი (1900-1974 წლები),რომელმაც სახელი ლენინის როლების შესრულებით გაითქვა,კრემლში მიიწვიეს საზეიმო ღონისძიებაზე.ნიშანდობლივია ის,რომ გელოვანი სტალინის გრიმითა და მისთვის დამახასიათებელი ტანისამოსით,ხოლო შტრაუხი კი ლენინის გრიმითა და ტანისამოსით უნდა გამოცხადებულიყვნენ კრემლში (ცნობისთვის,იმ დროს,ლენინი უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი იყო).როდესაც მათი ავტომობილი კრემლის ცენტრალურ კარიბჭეს მიადგა,გელოვანმა კარები გამოაღო და იქვე მდგარ გუშაგს ჰკითხა:

- გამატარებთ?

- რა თქმა უნდა,ამხანაგო,სტალინ! – მიუგო გაოგნებულმა გუშაგმა.

სწორედ ამ დროს,ავტომობილის მეორე კარიც გაიღო და ლენინის გრიმში მყოფი შტრაუხი გადმოვიდა და მანაც იკითხა:

- მე არ გამატარებთ?

გუშაგმა დაინახა-რა მის წინ მდგომი “საიქიოდან მობრუნებული” პროლეტარიატის ბელადი – ფერი წაუვიდა,ენა წაერთვა,გონება დაკარგა და ადგილზევე მოწყვეტით ჩაიკეცა. (ავტორი გენია.ჯი)

მაქსიმ შტრაუხი

მიხეილ გელოვანი “სტალინის” როლში

მაქსიმ შტრაუხი “ლენინის” როლში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>