ნაპოლეონ I ბონაპარტი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდარული მხედართმთავარი,თანამედროფე ფრანგული სახელმწიფოს ფუძემდებელი და იმპერატორი - ნაპოლეონ I ბონაპარტი (1769-1821 წლები),ცნობილია,რომ ერთობ ვერ იტანდა სიცივეს და პანიკურად ეშინოდა დაგრილვისა.მიუხედავად ამისა,ლაშქრობის პერიოდში,განურჩევლად ამინდისა და კლიმატისა,იგი ყოველთვის თავისი ჯარისკაცების გვერდით იმყოფებოდა და მათთან ერთად იტანდა ყველა სახის გაჭირვებას,მათ შორის სასტიკ ყინვებსაც.თუმცა,ლაშქრობიდან თავისუფალ დროს,როდესაც ნაპოლეონი საიმპერატორო სასახლეში იმყოფებოდა,მუდმივად აგიზგიზებინებდა ქვეშევრდომებს ბუხარს.საინტერესოა ისიც,რომ ბუხარს ბონაპარტი არა მარტო ზამთარში გამოიყენებდა,არამედ ზაფხულშიაც კი.მისმა ამ თვისებამ თანამებრძოლებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ერთ დღეს ჰკითხეს კიდეც,თუ როგორ უძლებდა იგი ლაშქრობაში სიცივეს მაშინ,როცა სასახლეში ზაფხულშიც კი ბუხართან თბებოდა.შეკითხვაზე ნაპოლეონმა დაინტერესებულ თანამებრძოლებს ერთობ ლაკონური პასუხი გასცა: ”ჯარისკაცი შესაძლოა გაცივდეს,იმპერატორს კი გაცივების უფლება ნამდვილად არა აქვსო”.