ილია ჭავჭავაძე წერდა…
“იქნება არ დაიჯეროთ და ერთი საოცარი,უცნაური სენი დამჩემდა.ამბობენ,ეს სენი მარტო მე არა მჭირს.თურმე ნუ იტყვით,ყველას,ვისაც ჭკუასთან რაიმე საქმე აქვს,იმათაც ის ემართებათ,რაც მე.დავფიქრდები რაზედმე თუ არა,ან ჩავუკვირდები რასმე და ტვინის ძაფები მოძრაობაში შევლენ,ერთი რაღაც სულთამხუთავსავით ამეტუზება თვალწინ და არა მშორდება… ეხლაც თვალწინ მიდგა და საშინელ ჯადოს მიკეთებს,მე ერთის თქმა მინდა – ის სულ სხვას მალაპარაკებს,ენა ჩემი იძვრის – სიტყვა იმისია,კალამი ჩემი სწერს – აზრი იმისი გამოდის; რა მემართება არც მე ვიცი.ქვეყანა ჩემ თვალწინ როგორღაც უხეიროდ,წაღმა-უკუღმა ტრიალებს,თითქო ღერძი გაუტყდა და საცა არის ტალახის გუნდასავით დაეცემა და დაიმსხვრევაო… ის ჩემი სულთამხუთავი კი თავს მადგია და იღრიჯება,იცინის; რას იღრიჯები,შე უგვარო,უმსგავსო-მეთქი,ვეუბნები.იმან პასუხად ღორის ეშვებსავით თავისი სიბერისაგან ფანფალა ღოჯები წამომიყარა და მოჭვარტლულ ბუხარსავით შავი პირი უფრო დიდად დააღო.ფუ,ეშმაკო-მეთქი,დავიყვირე,შენც არ მომიკვდე,არც ამან მოაცვლევინა ფეხი.რა ყოფილა თქვენი ჭირიმეთ ესე ამ ყოფაში ვარ ხოლმე,მანამ მამალი იყივლებს.რაკი ის დალოცვილი წამოიყივლებს ხოლმე,სულთამხუთავიც უცბად თვალწინ გამიფრთხება,გაქრება,როგორც ქარისაგან ბოლი.ეხლა კი საათი ქვეყნისა მოშლილია და არ ვიცი,ამჟამად მამლის ყივილამდე ბევრი დრო დარჩა კიდევ თუ არა.ვზივარ და შევყურებ სულთამხუთავს,ვზივარ ლოდინით დაღალული და ვნატრობ მამლის ყივილსა.როდემდის უნდა ვილოდინო,როდემდის! შე დალოცვილო მამალო,რაღას უყურებ და არ დაიყივლებ!..” (ავტორი გენია.ჯი)