აკაკი წერეთელი – “ეპიზოდი”
1907 წელს,ქართული ყოველკვირეული სატირული ჟურნალის “ნიშადურის” რედაქციაში,რომელსაც ცნობილი ქართველი მსახიობი,რეჟისორი და დრამატურგი – ვალერიან გუნია რედაქტორობდა,გენიალური ქართველი პოეტი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე - აკაკი წერეთელი (1840-1915 წლები) მივიდა.აღნიშნულ გაზეთში რედაქციის მდივნის მოვალეობას,ჯერ კიდევ ახალგაზრდა (დიდი) ქართველი პოეტი – იოსებ გრიშაშვილი ასრულებდა,რომელსაც მანამდე ვირტუოზ ქართველ მგოსანთან შეხვედრის პატივი არ ჰქონია.ვალერიანმა გადაწყვიტა აკაკისათვის იოსები გაეცნო:
- ეს ახალგაზრდა პოეტია,თქვენი მიმდევარი,მაგრამ ჯერ დედის რძე არ შეშრობია პირზე და სულ ქალებზე წერს.
აკაკის ჩაეღიმა,ხელი დაჰკრა მხარზე იოსებს და ოდნავი იუმორით უთხრა:
- რედაქტოტს,შვილო,ყურს ნუ უგდებ,სწერე,რაც გულში გაქვს.ახალგაზრდა ხარ და გეპატიება.განა სიყვარულზე წერა საძრახისია,თუკი იგი კეთილშობილი და წმინდაა.მე ცხოვრებაში იმდენი ავი შემხვედრია,რომ ბავშვებისა და სამშობლოს სიყვარული რომ არ მქონოდა,აუცილებლად თავს მოვიკლავდი, – და იქვე პატარა ლექსიც ექსპრომტად წარმოთქვა:
ვინ არა სწერს ჩვენში ლექსებს,
ვის არ უნდა მელექსობა,
მაგრამ ლექსი რა ლექსია -
თუ რომ გულს არ დაესობა!
წარმოთქვა აკაკიმ ლექსი და იქვე იოსებს დარიგების ტონით მიმართა: “ყველაფერზე სწერე,მხოლოდ გულიანად და პატიოსნადო”. (ავტორი გენია.ჯი)