ვასო აბაშიძის მონოლოგი…
დიდმა ქართველმა მსახიობმა და ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა - ვასო აბაშიძემ (1854-1926 წლები),რომელსაც ერთობ აშფოთებდა ქართულ თეატრში ქართულივე რეპერტუარის ნაკლებობა, 1881 წელს სცენიდან,დარბაზში მყოფ დამსწრე საზოგადოებას,გულმოკლულმა,მეტად მნიშვნელოვანი შინაარსის მქონე მონოლოგი წაუკითხა:
” …აქტიორი მთელი წელიწადი იმასა ფიქრობს,კარგი ბენეფისი გამართოს და საზოგადოება დააკმაყოფილოს,ხომ მოგეხსენებათ,რა მდგომარეობაშია ჩვენი დრამატული ლიტერატურა.გაჰქექ-გადმოჰქექ და ვერას იპოვი.ან ისეთი უაზრო პიესებია,რომ მათი ყურება კაცს შეაწუხებს.ჩვენ ვოდევილების არტისტები ვართ (მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესა,რომლისთვისაც დამახასიათებელია ინტრიგა,მოქმედების სწრაფი განვითარება,ანეკდოტური სიტუაციები,ხუმრობა,კალამბური,მოულოდნელი,მაგრამ კეთილი დასასრული,მუსიკის თანხლება,სასიმღერო კუპლეტები და ცეკვა. – ავტორი გენია.ჯი).შარშან არ იყო,რაღაც ეშმაკად,”ყომარბაზის ცხოვრება” წარმოვადგინეთ,ისეთი დრამა გამოვიდა,რომ კინაღამ ფერდების ანთება მოუვიდა მაყურებელს სიცილისაგან… მიხვალ რაფიელ ერისთავთან,დაეღრიჯები,ერთი პიესა დამიწერეო,ან გადმომიკეთეო,მაგრამ დალოცვილს,როგორც პოეტს,თუ გული არ მიუდის,ხელსაც არ ახლებს პიესას.მერე გინდა მიხვიდე ივანე მაჩაბელთან,მაგრამ “ბუნტის” შემდეგ,როგორღაც გულგრილად გვიყურებს.მიხვალ დავით ერისთავთან და პიესას რომ გაუხსენებ,მაშინვე გაშლის ხელებს და დაიყვირებს – რა დროს პიესებია,ვერა ხედავ ამ ტელეგრამებმა ლამის დამადნოს,რა თქვენთვის მცხელაო.აკაკი წერეთელთან რა პირით მიხვალ,ბოლოს აიღებ ქუდს და გასწევ ანჩისხატის-უბნელთან პეტრე უმიკაშვილთან,მიხვალ,დააკაკუნებ ძველებურად ალაყაფის კარებს,ახვალ აივანზე,შესჩივლებ შენს მდგომარეობას,ის კი გეუბნება,”ახლა მაგდენ ჯამაგირს რომ იღებ,ცოტას ვერ გადასდებ,რომ წიგნი დაბეჭდო რამეო? თქვენ შვილებო,უკაცრაული მოხსენებაა,შარლატანები და მალჩიშკები ბრძანდებით.ორი სიტყვა ვერ გისწავლიათ ზეპირად… შენ არ იყავი,რომ ჩემს პიესაში “შუქის” მაგივრადა “ბუქსა” ამბობდი?.. გირჩევ,ბენეფისის მაგივრად “არსენას” ლექსი გამოსცეო”… (ავტორი გენია.ჯი)