ერნესტ მილერ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთ ამერიკულ ჰალსტუხების მწარმოებელ ფირმას ძალიან სურდა თავისი ნაწარმის მუდმივ მომხმარებლად დიდი ამერიკელი მწერალი – ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) ექცია.სწორედ ამიტომ,მათ ჰემინგუეის ჰალსტუხი და მეტად უცნაური შინაარსის მქონე წერილი გაუგზავნეს:
“ჩვენ მიერ წარმოებული ჰალსტუხები ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს.ვიმედოვნებთ,რომ ის თქვენც ძალიან მოგეწონებათ და თქვენდამი გამოგზავნილი ჰალსტუხის ეგზემპლარის საფასურს 2 ამერიკულ დოლარს დიდი ხალისით გამოგვიგზავნით”.
წერილისა და ჰალსტუხის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში,ჰალსტუხების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ ერნესტ მილერ ჰემინგუეისაგან შემდეგი სახის საპასუხო წერილი მიიღო:
“ჩემს მიერ დაწერილი წიგნები ყველგან დიდი პოპულარობით სარგებლობს.ვიმედოვნებ,რომ ერთ-ერთ ეგზემპლარს,რომელსაც ახლა თქვენ გიგზავნით,დიდი ხალისით შეიძენთ.აქვე მინდა გაცნობოთ,რომ წიგნის ღირებულება 2 ამერიკული დოლარი და 80 ცენტია.შესაბამისად,თქვენ აქეთ გმართებთ ჩემი – 80 ცენტი”. (ავტორი გენია.ჯი)